იკითხეთ ბევრი. სიტყვას ყველაზე კარგად იმახსოვრებთ მაშინ, როდესაც ეს სიტყვა კონტექსტში გხვდებათ და არა მაშინ, როდესაც ლექსიკონიდან იზუთხავთ. როდესაც წიგნს კითხულობთ თქვენთვის უცნობი სიტყვა მოძებნეთ ლექსიკონში და შეეცადეთ დაიმახსოვროთ, სავარაუდოდ იმავე სიტყვას წიგნში რამდენჯერმე შეხვდებით და ეს თქვენს ცოდნას გაამყარებს. მაგრამ თუ წიგნების საკითხავად არ გცალიათ, მაშინ მეორე გზას შემოგთავაზებთ.
დაიმახსოვრეთ წინადადებები და არა ცალკეული სიტყვები. როდესაც ახალ სიტყვას წააწყდებით ეს სიტყვა ისწავლეთ წინადადებასთან ერთად. სასურველია, რომ წინადადება იყოს თქვენს შესახებ, რადგან ადამიანებს ძალიან გვიადვილდება იმ ყველაფრის დამახსოვრება რაც ჩვენ გვეხება. მაგალითად, უნდა დაიმახსოვროთ სიტყვა delightful - სასიამოვნო. გახსენდებათ, რომ რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად იყავით ქალაქგარეთ და დრო სასიამოვნოდ გაატარეთ: It was a delightful trip
საუბარში გამოყენება - შეეცადეთ, რომ ახალი სიტყვა ხშირად გამოიყენოთ საუბრის დროს, ამგვარად თქვენთვის უცხო სიტყვა ძალიან მალე თქვნს ღოველდღიურ ლექსიკაში გადაინაცვლებს.
პრაქტიკული სავარჯიშოები - გააკეთეთ რაც შეიძლება ბევრი სავარჯიშო ახალი სიტყვის გარშემო. ლექსიკის წიგნების უმრავლესობაში თითო ახალ სიტყვაზე მაქსიმუმ ორი სავარჯიშო შეგხვდეს, რაც ამ სიტყვის მტკიცედ დამახსოვრებისთვის საკმარისი არ არის.
სიტყვების სწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუკი აბიტურიენტი ხარ, რადგან გამოცდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ლექსიკა.
აბიტურიენტობის დროს ყოველთვის მინდოდა, რომ უფრო მეტი სავარჯიშო მქონოდა თითოეული სიტყვაზე. ამიტომაც ჩემს კურსში https://abi.abz.ge/ თითოეულ ახალ სიტყვაზე 5-6 სავარჯიშო შევიტანე, ახალი სიტყვის წინადადებაში ჩასმა, ქართული და ინგლისური მნიშნველობების დაკავშირება, სურათისა და სიტყვის დაკავშირება, წინადადებების აწყობა, არც მართლწერა დამვიწყებია ჩემი სავარჯიშოები სიტყვის სწორად წერეშიც გავარჯიშებთ. ეს ყველაფერი კი 100%-იან გარანტიას იძლევა სიტყვის დამახსოვრებისთვის.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა