1. პირველი და ყველაზე მნიშნველოვანი წესი. დაიმახსოვრეთ, რომ მხოლოდ წესების სწავლით წინდებულების სწორად გამოყენებას ვერ ისწავლით. მაგ. წინდებული about-ქართულად ნიშნავს, რაღაცის შესახებ This book is about history, მაგრამ როდესაც რაღაც გაინტერესებთ უნდა გამოიყენოთ წინდებული “in” I have been interested in history for a long time" -დიდი ხანია ისტორიით ვარ დაინტერესებული. როდესაც რაღაცას განზრახ გააკეთებ I did it on purpose - და არა ვთქვათ, I did it in/at purpose. შესაბამისად უნდა ისწავლოთ, რომელ სიტყვასთან რომელი წინდებული გამოიყენება.
ამის მიუხედავად მაინც არსებობს რაღაც წესები, რომლებიც წინდებულების სწორად გამოყენებაში დაგეხმარებათ.
2. At
ა) წინდებული იხმარება დროსთან და გამოხატავს ზუსტ დროს.
At 9 o’clock – 9 საათზე
თუმცა გათვალისწინეთ, რომ საათებთან By -ც შეგვიძლია ვიხმაროთ ის აღნიშნავს მიახლოებით დროს:
By 5 o’clock - ხუთი საათისთვის
3. At Christmas / On Christmas /ˈkrɪs.məs/ რომელია სწორი? საქმე ისაა, რომ ორივე სწორია. როდესაც ვამბობთ At Christmas - იგულისხმება საშობაო პერიოდი, ხოლო როდესაც ვამბობთ On Christmas - იგულისხმება, კონკრეტულად შობის დღე.
4. შესაბამისად მივედით შემდეგ წესთან, On - წინდებული გამოიყენება, დღეებთან
On Monday-ორშაბათს
5. From-დან. იხმარება დროსთან
I work from nine to four - მე ცხრიდან ოთხ საათამდე ვმუშოაბ.
ბ) შემდეგ გამოთქმასთან:
Where do you come from? _საიდან ხარ? I’m from Georgia-საქართველოდან ვარ.
6 Since - იხმარება დროსთან. ნიშნავს „მას შედმეგ, მოყოლებული“
He has been here since Sunday- ის კვირის შემდეგ აქ არის.
7. For-იხმარება დროის ხანგრძლივობის გამოსახატავად.
For two hours – ორი საათის განმავლობაში
For five months -ხუთი თვის განმავლობაში
ჩვენს აბიუტირიენტებისტვის შექმნილ კურსში https://abi.abz.ge/ შეისწავლით კიდევ უფრო მეტ წესს წინდებულების სწორად გამოყენებისთვის, რაც დაგეხმარებათ მე-6 სავარჯიშოს უმაღლეს დონეზე შესრულებაში.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა