გამარჯობა {{subscriberName}}

ვისწავლოთ არტიკლები ორ წუთში

განუსაზღვრელი არტიკლი a/an გამოიყენება მხოლოდ მხოლობით რიცხვში მდგარ არსებით სახელებთან. ანუ თუ არსებითი სახელი მრავლობით რიცხვში იქ უნდა გამორიცხოთ, რომ a/an არტიკლი გექნებათ. A dogs; a cars და ა.შ. არის არასწორი. A - არტიკლი ნიშნავს - ერთს ნებისმიერს, ანუ რაღაც საგანთა კლასიდან ერთ-ერთს. A dog - ანუ ერთი ნებისმიერი ძაღლი, სულერთია რომელი.


The არტიკლი კი გამოიყენება, როგორც მხოლობით რიცხვში, ასევე მრავლობით რიცხვში. თუ არსებითი სახელი არის მხოლობით რიცხვში და გამოიყენება ზოგადი მნიშნველობით და არ ნიშნავს ერთს, ნებისმიერს, რომელიღაც, არამედ აღნიშნავს საგანთა კლასს მაშინ ვიყენებთ the არტიკლს. მაგ. The lion is a dangerous animal - ლომი საშიში ცხოველია. რომელიღაც კონკრეტულ ლომზე კი არ ვსაუბრობ, არამედ ზოგადად ლომზე. მაგ. თუ არსებითი სახელი არის მრავლობით რიცხვში და ის გამოიყენება ზოგადი მნიშნველობით, მაშIნ არტიკლს საერთოდ არ ვიყენებთ. Lions are dangerous animals - ლომები საშიში ცხოველები არიან. თუ არსებითი სახელი არის მრავლობით რიცხვში და მოვიაზრებთ, კონკრეტულ საგანს/პირს მაშინ ვიყენებთ the არტიკლს. The lions in zoos are not dangerous - ლომები ზოოპარკში საშიშნი არ არიან. ე.ი. ზოგადად ლომებზე კი არ ვსაუბრობ, არამედ კონკეტულად იმ ლომებზე, რომლებიც ზოოპარკში არიან.

 

\მოკლედ a/an გამოიყენება მხოლობითში, the გამოიყენება როგორც მხოლობითში ასევე მრავლობითში, თუ არსებითი სახელი არის მხოლობითში და ის გამოყენებულია ზოგადი მნიშნველობით მაშIნ ვიყენებთ the არტიკლს, თუ მრავლობითშია და გამოყენებულია ზოგადი მნიშნველობით საერთოდ არ ვიყენებთ არტიკლს. ხოლო თუ მრავლობითშია და კონკრეტული მნიშნველობითაა გამოყნეებული მაშინ ვიყენებთ the არტიკლს.

 

ახლა კი შევამოწმოთ რამდენად კარგად გაიგეთ დღევანდელი გაკვეთილი:

____ dogs are friendly and loyal.  

რომელი არტიკლი გვჭირდება dogs-ის წინ?

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა