ინგლისური ენის შემსწავლელები ხშირად იყენებენ სიტყვა “very”-ის როცა ზედსართავი სახელის გაძლიერება უნდათ. - very successful - ძალიან წარმატებული, very effective და ა.შ. თუმცა თუ გვინდა რომ ჩვენი ინგლისური ბუნებრივად ჟღერდეს, გამართულად ვსაუბრობდეთ და ვწერდეთ უმჯობესია ვიცოდეთ, რომ very-ის ჩანაცვლება შეგვიძლია შემდეგი სიტყვებით: highly, utterly, bitterly, deeply. მაგრამ ყველა ეს სიტყვა ყველა ზედსართავ სახელთან არ გამოიყენება. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომელ ზედსართავ სახლეთან რომელ სიტყვას ვიყენებთ.
განვიხილოთ რამდენიმე ზედსართავი სახელი, რომლებთანაც შეგვიძლია very-ის მაგივრად highly გამოვიყენოთ და ამით ჩვენი ინგლისური ენის ცოდნის დონე საგრძნობლად ავამაღლოთ. Highly არის ზედსართავი სახელი და ნიშნავს - ძალიან, უაღრესად.
Highly unusual - ძალიან უჩვეულო
Highly profitable - ძალიან მომგებიანი.
Highly educated - ფრიად/უაღრესად განათლებული
Highly successful - უაღრესად წარმატებული, ძალიან წარმატებული.