IELTS - ის გამოცდა 4 ნაწილისგან შედგება.
მოსმენა
წაკითხულის გააზრება
წერითი დავალებები
საუბარი
დღევანდელ გაკვეთილში განვიხილავთ მოსმენის ნაწილს. ამ ნაწილის შესასრულებლად გაქვთ 30 წთ, შემდეგ პასუხების გადასატანად დამატებით 10 წუთი. სულ მოისმენთ 4 ჩანაწერს. თითოეულს მხოლოდ ერთხელ. გაითვალისწინეთ, რომ მოსასმენ სავარჯიშოში შეგხვდებათ სხვადასხვა აქცენტი, ბრიტანული, ავსტრალიური, ამერიკული, კანადური. ამიტომ გამოცდის ამ ნაწილის მომზადების დროს შეეცადეთ, რომ სხვადასხვა აქცენტის მქონე ადამიანებს უსმინოთ. აქვე გეტყვით, რომ მოსმენის უნარების განვითარების საუკეთესო გზაა იმ ტექსტის კითხვა, რომელსაც უსმენთ, სწორედ ამიტომაა რომ ინგლისურის სპეციალისტები ხშირად ვურჩევთ ფილმების სუბტიტრებით ყურებას.
ოთხივე მოსამსენზე ჯამში მოგიწევთ 40 შეკითხვისთვის პასუხის გაცემა. თითოეული შეკითხვა ფასდება ერთი ქულით. მოსასმენი სავარჯიშოების შესრულებისას არსებობს შემთხვევები, როცა ყველფერი ესმით, მაგრამ მაინც უშვებენ შეცდომებს სავარჯიშოების დაწერისას. საქმე ისაა, რომ უნდა შეგეძლოთ სწრაფად რეაგირება და შეჩვეული უნდა იყოთ იმ შეითხვების ტიპებს, რომლებსაც გისვამენ.
მოსასმენ სავარჯიშოებში სულ 6 სხვადასხვა ტიპის შეკითხვას შეხვდებით. წინასწარ არ გეცოდინებათ, რომელი ტიპის რამდენი შეკითხვა მოგივათ. ამიტომ თითოეული ტიპის კარგად შესრულება უნდა შეგეძლოთ.
აღნიშნული ტიპები:
Multiple choice - ე.ი. კითხვები, სავარაუდო პასუხებით. როგორც წესი მოსასმენებში სამი სავარაუდო პასუხი შეგხვდებათ და ერთ-ერთი მათგანი აირჩიოთ. თუმცა შეიძლება 6-7 სავარაუდო პასუხით შეგხვდეთ და ამ შემთხვევაში ერთზე მეტი პასუხის არჩევა მოგიწიოთ. ეს ინფორმაცია მითითებულია სავარჯიშოს პირობაში, ამიტომ ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ პირობა.
Matching - აქ ინფორმაციებს აკავშირებთ ერთმანეთთან.
Plan, map, diagram labelling - ასეთი ტიპის შეკითხვაში მოცემული გექნებათ, გეგმა, რუკა და დიაგრამა და მის ნაწილებს უნდა დააწეროთ მოცემული სიტყვები.
Form, note, table, flow-chart, summary completion - მოგივათ ერთ-ერთი მათგანი და ინფორმაცია უნდა შეავსოთ. მაგ. ამ ფოტოზე მოცემულია ცხრილი და ის უნდა შეავსოთ. მაგრამ როგორც ხედავ შეკითხვის ამ ტიპში მოცემული არ გაქვთ სიტყვები და თქვენით უნდა ჩაწეროთ. ყურადღება მიაქციეთ მართლწერას და გრამატიკას, რადგან ქულები არ დაგაკლდეთ.
Sentence completion - წინადადებების შევსება.
Short-answer questions - შეკითხვებზე პასუხი.
იმ ტიპის შეკითხვებში, სადაც თავად წერთ რამეს, სავარჯიშოს პირობაში მოცემულია თუ რამდენი სიტყვის გამოყენების უფლება გაქვთ. მაგ. არ უნდა გამოიყენოთ სამ სიტყვაზე მეტი, ან ოთხ სიტყვაზე მეტი. თუ სიტყვების ლიმიტს გადააჭარბებთ ქულები დაგაკლდებათ. აუცილებლად უპასუხეთ ყველა შეკითხვას, რადგან არასწორ პასუხებზე ქულები არ გაკლდებათ. ხშირ შემთხვევაში მოსასმენსა და სავარჯიშოში გამოყენებული იქნება სინონიმები და პერირფრაზები. ამიტომ ნუ დაელოდებით იმას, რომ რაიმე ინფორმაცია სავარჯიშოში ზუსტად იმ სიტყვებით გექნებათ მოცემული, რა სიტყვებითაც მოსასმენში იყო.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა