გამარჯობა {{subscriberName}}

როგორ ჩავაბაროთ IELTS - ის Speaking - ის ნაწილი?

Speaking - ის გამოცდა 15 წუთი გრძელდება და სამი ნაწილისგან შედგება.

პირველი ნაწილი - პირველი ნაწილის დროს გამომცდელი თქვენი თავის შესახებ დაგისვამთ ზოგად შეკითხვებს, მაგ. რა არის თქვენი ჰობი? თქვენი ინტერესები? სად სწავლობთ ან სწავლობდით? შეიძლება გკითხონ თქვენი სამსახურის ან ოჯახის შესახებ და ა.შ. პირველი ნაწილი 4-5 წუთი გრძელდება.  გამოცდის ამ ნაწილით მოწმდება თუ როგორ შეგიძლიათ ყოველდღიურ თემებზე საუბარი.

რაც შეეხება მეორე ნაწილს - მოგცემენ ბარათს, რომელზეც რაღაც კონკრეტული თემის სახელი ეწერება და ამ თემის შესახებ მოგიწევთ ორი წუთი საუბარი. თუმცა სანამ საუბარს დაიწყებთ ერთი წუთი გაქვთ მოსაფიქრებლად. გაითვალისწინეთ, რომ ბარათზე თემის სახელთან ერთად ზუსტადაა დაკონკრეტებული თუ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. ამიტომ ზუსტად იმ საკითხების შესახებ ისაუბრეთ რაც ბარათზე იქნება დაკონკრეტებული და თემას არ გადაუხვიოთ. გამოცდის ეს ნაწილი ამოწმებს თუ რამდენად კარგად შეუძლია ადამიანს ორი წუთის განმავლობაში გამართულად და სტრუქტურირებულად საუბარი.

მესამე ნაწილის დროს - დამატებით დაგისვამენ შეკითხვებს იმ თემის შესახებ რაც მეორე ნაწილში შეგხვდათ. მესამე ნაწილი გრძელდება 4-5 წუთი.

 

საუბარის ნაწილი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. რამდენად გამართულად საუბრობთ - აქ იგულისხება, წინადადებების და აზრის ერთმანეთთან დაკავშირება და გადაბმა.

  2. რამდენად მდიდარი ლექსიკა გაქვთ - იყენებთ თუ არა სწორ კონტექსტში ამა თუ იმ სიტყვას, ერთსა და იმავე აზრს გამოხატავთ თუ არა სინონიმებით და ა.შ.

  1. რამდენად სწორად იყენებთ გრამატიკულ ცოდნას - სასურველია გამოიყენოთ სხვადასხვა ტიპის წინადადებები და კონსტრუქციები. რამდენად გამართულად აგებთ რთულ წინადადებას.

  2. Pronounciation გამოთქმები - რამდენად სწორად გამოთქვამთ სიტყვებს, რამდენად სწორად სვამთ მახვილებს, მაინც მთავარი ისაა, რომ რასაც ამბობთ გასაგები იყოს მოსაუბრისთვის.  


როდესაც ინგლისური უკვე იცით რაღაც დონეზე და მხოლოდ საუბრის უნარების განვითარება გჭირდებათ, ჩემი რჩევაა რაც შეიძლება ბევრი ისაუბროთ ინგლისურად. რა თქმა უნდა ბევრ თქვენგანს შეიძლება არ ყავდეს ვინმე ისეთი ვისაც ინგლისურად დაელაპარაკებით, ასეთ შემთხვევაში ელაპარაკეთ თქვენს თავს ხმამაღლა, რაც შეიძლება ბევრი. გადაამოწმეთ რომ სიტყვებს გამოთქვამთ სწორად. შეეცადეთ იფიქროთ ინგლსიურად, უყუროთ ფილმებს ინგლისურად და შეიქმნათ ინგლისურენოვანი გარემო. რაც მთავარია ივარჯიშეთ ფორმატის მიხედვით.  

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა