მეორე დავალება არის ესე, რომელიც 250 სიტყვა უნდა იყოს. სიტყვების რაოდენობასთან დაკავშირებული წესები ეხება ამ დავალებასაც.
რაც მთავარია წერითი დავალებების წერის დროს გაითვალისწინეთ, რომ უპასუხეთ ზუსტად იმას რასაც გეკითხებიან და არ ასცდეთ თემას. მაგ. თუ მოგივიდათ ესე დასაწერად “კომპიუტერის როლი განათლების მიღებაში” უნდა ისაუბროთ კომპიუტერზე მხოლოდ განათლების მიღების კუთხით და არა ზოგადად კომპიუტერებზე. ქულები დაგაკლდებათ თუ თემას გადაუხვევთ.
თქვენი დაწერილი თემები ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
რამდენად პასუხობს თქვენი ნაშრომი საკითხს. (რამდენად ეტევით სიტყვების შეზღუდვაში, და ესეს შემთხვევაში რამდენადაა თქვენი აზრი გამყარებული არგუმენტებითა და მაგალითებით).
გამართულობა და ერთიანობა - რამდენად გამართულად აყალიბებთ აზრს, რამდენად ებმის თქვენი წინადადებები და აბზაცები ერთმანეთს.
მდიდარი ლექსიკური მარაგი. - რამდენად მრავალფეროვანი ლექსიკა გაქვთ და რამდენად სწორად იყენებთ სიტყვებს.
რამდენად გამართულია თქვენი ტექსტი გრამატიკულად.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა