IELTS - ის გამოციდს reading - ის ნაწილისთვის ერთი საათი გაქვთ გამოყოფილი. გაითვალისწინეთ, რომ დამატებით პასუხების გადასატანად დრო არ გაქვთ, ამიტომ ამ დროში ყველა კითხვას უნდა უპასუხოთ და თან პასუხებში გადაიტანოთ.
სულ მოგივათ სამი ტექსტი, ჯამში 40 შეკითხვით. თითოეული შეკითხვა ფასდება ერთი ქულით. ტექსტები ამოღებულია სხვადასხვა წიგნებიდან, ჟურნალებიდან და გაზეთებიდან. ამ ნაწილის შესრულების დროს უნდა დაივიწყოთ ის ზოგადი ცოდნა რაც გაქვთ და მხოლოდ ტექსტში არსებული ინფორმაციებიდან გამოხვიდეთ. მაგ. თუ თქვენ შეგხვდათ ტექსტი ნებისყოფის შესახებ და ეს საკითხი თქვენთვის ნაცნობია, პასუხების გაცემისას არ გამოიყენოთ თქვენთვის ნაცნობი ინფორმაცია, დაეყრდენით მხოლოდ და მხოლოდ ტექსტის.
როგორც მოსასმენ ნაწილში, აქაც განსხვავებული ტიპის შეკითხვები მოდის და წინასწარ არაა ცნობილი თუ რომელი ტიპის რამდენი შეკითხვა მოვა. იმისთვის, რომ გამოცდის ეს ნაწილი წარმატებით ჩააბაროთ საჭიროა, შეკითხვის ყველა ტიპს კარგად იცნობდეთ.
წაკითხულის გააზრებაში სულ 11 სხვადასხვა ტიპის შეკითხვა მოდის. განვიხილოთ თითოეული მათგანი.
Multiple choice - შეკითხვები სავარაუდო პასუხებით. თუ მოვიდა ოთხი სავარაუდო პასუხი, მხოლოდ ერთ-ერთი იქნება სწორი. ხუთი სავარაუდო პასუხის შემთხვევაში ორი სწორი პასუხი უნდა აირჩიოთ, ხოლო 7 სავარაუდო პასუხის შემთხვევაში ირჩევთ სამს.
Identifying information (T/F; Not given) - ე.წ. True or false, ოღონდ IELTS-ის გამოცდაზე, T/F - ს ემატება Not given. გაითვალისინეთ, რომ როდესაც წინადადებაზე წერთ false-ს ტექსტში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს რომ აღნიშნული წინადადება არის მცდარი. Not given - ს რომ მოცემული ტექსტი არც ეთანხმება და არც უარყოფს აღნიშნულ წინადადებას.
Identifying writer’s views/claims - ასეთი ტიპის დავალებაში მოცემული გექნებათ წინადადება, შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: “ეთანხმება თუ არა ავტორი მოცემულ წინადადებას” პასუხად უნდა დაწეროთ, yes, no ან not given.
Matching information - ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება. მოცემული იქნება რამდენიმე მცირე ზომის ტექსტი და წინადადებები, რომელბსაც აღნიშნული ტექსტები უნდა შეუსაბამოთ.
Matching headings - მოცემული იქნება მცირე ზომის ტექსტები ან მთლიანი ტექსტის აბზაცები და მათ უნდა შეუსაბამოთ მოცემული სათაურები. სათაურები გადმოსცემს აბზაცის ძირითადად აზრს, სათქმელს. გაითვალისწინეთ, რომ უფრო მეტი სათაური გექნებათ მოცემული ვიდრე ტექსტი.
Matching features - მარტივად რომ გავიგოთ, ამ ტიპის სავარჯიშოში რას გვთოხოვენ განვიხილოთ მაგალითი. ვთქვათ ტექსტი ეხება ისტორიულ მოვლენებს. ასეთი ტიპის სავარჯიშოში ჩამოთვლილი იქნება ისტორიული მოვლენები და მათი დაკავშირება მოგიწევთ ისტორიულ პერიოდებთან. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ტექსტის მიხედვით. შეიძლება ზოგიერთი ვარიანტის რამდენჯერმე გამოყენება მოგიწიოთ, ზოგიერთი ვარიანტი კი საერთOდ არ დაგჭირდეთ.
Matching sentence endings - ამ დავალებაში მოცემულია წინადადების დასაწყისი და უნდა დაასრულოთ მოცემული წინადადებებით.
Sentence completion - მოცემულია წინადადება, რომელშიც თავად უნდა შეავსოთ. მოცემული იქნება თუ რამდენი სიტყვის დაწერის უფლება გაქვთ.
Summary, note, table, flow-chart completion - ამ შემთხევაში, ისე როგორც მოსამსენი სავარჯიშოების დროს, მოცემული გაქვთ ცრილი, ან ბლოკ-სქემა და ა.შ. და ტექსტის მიხედვით გამოტოვებული ინფორმაცია უნდა შეავსოთ. ასეთი სავარჯიშოები თავის მხრივ ორ ჯგუფად იყოფა, როცა პირდაპირ ტექსტიდან უნდა ამოიღოთ ცხრილში ჩასაწერი სიტყვა და როცა მოცემულია და უნდა აარჩიოთ.
Diagram label completion - ამ შემთხვევაში ავსებთ დიაგრამას მოცემული სიტყვებით.
Short-answer questions - ამ შემთხვევაში კითხვებს უნდა გასცეთ პასუხები, როგორც წესი ასეთი კითხვები ეხება ფაქტობრივ და დეტალურ ინფორმაციას. მოცემული იქნება სიტყვების ლიმიტი, რომელსაც არ უნდა გადააჭარბოთ. გადაჭარბების შემთხვევაში ქულები დაგაკლდებათ.
ყოველთვის წაიკითხეთ პირობა, მიაქციეთ ყურადღება მართლწერისა და გრამატიკულ საკითხებს.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა