გამარჯობა {{subscriberName}}

როგორ/სად/როდის ჩავაბაროთ IELTS - ის გამოცდა

თუ თქვენ გეგმავთ ევროპაში ან ამერიკაში სასწავლად ან საცხოვრებლად და სამუშაოდ წასვლას მაშინ თქვენ დაგჭირდებათ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. არსებობს სხვადასხვა გამოცდები, რომლებიც მსგავსი დოკუმენტის მოპოვებაში დაგეხმარებათ. ერთ-ერთი ასეთი გამოცდაა IELTS, რომელსაც საკმაოდ ხშირად აბარებენ და რომელიც ინლგისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკატს გაძლევთ.

IELTS - ის გამოცდა არის ორი სახის. Academic და General Training. Academic - ს აბარებს ის ვისაც უმაღლესი განათლების მიღება სურს. ხოლო ის ვინც საზღვარგარეთ საშუალო განათლების მისაღებად ან სამუშაოდ მიდის აბარებს General - ს.

ორივე გამოცდა არის 9 ქულიანი, როგორც წესი სხვადასხვა უნივერსიტეტები და ორგანიზაციები განსხვავებულ ქულას ითხოვენ. მაგ. თუ ერთ-ერთ უნივერსიტეტში 6.5 ქულა გეყოფათ, მეორე უნივერსიტეტმა შეიძლება 8 ქულა მოითხოვოს. ამიტომ პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ რამდენი ქულის აღება მოგეთხოვებათ ამ გამოცდაზე.

იმისთვის, რომ ნებისმიერი საგნის გამოცდა ჩააბაროთ გჭირდებათ ორი რამ. პირველ რიგში ამ საგნის ცოდნა და შემდეგ გამოცდის ფორმატის ძალიან კარგად ცოდნა. (ტესტის ფორმატზე ვისაუბრებთ შემდეგ გაკვეთილებში). თუ თქვენ IELTS-ის გამოცდაში გინდათ 6.5 ქულის აღება მაშინ ინგლისური B2 დონეზე უნდა იცოდეთ. ხოლო თუ გჭირდებათ 7-8-მდე ქულა მაშინ ინგლისური C1 დონეზე უნდა ისწავლოთ.

თბილისში IELTS-ის გამოცდას ატარებს ბრიტანეთის საბჭო, გამოცდა ტარდება ყოველ თვეში და შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ დროს დარეგისტრირდეთ. გამოცდაზე გასვლა 462 ლარი ღირს. სასურველია გამოცდის დღემდე რამდენიმე კვირით ადრე დარეგისტრირდეთ რადან დიდი მოთხოვნის გამო ადგილები სწრაფად ივსება ხოლმე. ზუსტი თარიღების სანახავად გადადით ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე, რომელიც შეგიძლიათ კომენტარებში ნახოთ.

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა