დღევანდელი ვიდეო გაკვეთილში განვიხილოთ შედეგის გამომხატველი მაკავშირებელი სიტყვები და წინადადებაში მათი სწორად გამოყენება.
So - გამოიყენება შედეგის გამოხატვისას და ნიშნავს : ასე, რომ
So - ს გამოყენების დროს წინადადება უნდა დავიწყოთ მთავარი წინადადებით, ანუ main clause - ით და შემდეგ უნდა გამოვიყენოთ clause of result - ანუ შედეგის გამოხატველი წინადადება.
I was tired, so I went to bed early. - დაღლილი ვიყავი შესაბამისად, ადრე დავიძინე.
დააკვირდით, რომ clause of result, მთავარი წინადადებისგან მძიმით უნდა გამოვყოთ.
შედეგი ასევე შეგვიძლია გამოვხატოთ შემდეგნაირად: As a result, therefore, consequently. - აქვე ავღნიშნავ, რომ ესეების წერის დროს so -ს ნაცვლად ამ სიტყვების გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურს გახდის თქვენს ნაწერს.
ამ შემთხვევაში წინდადება იწყება მთავარი წინადადებით, ანუ main clause - ით, რომელსაც მოსდევს clause of result. მაგ.
All the shops were closed, and consequently we couldn't buy any food. -ყველა მაღაზია დაკეტილი იყო და შესაბამისად საჭმელი ვერ ვიყიდეთ. დააკვირდით, რომ მძიმე clause of result - ის წინ არის გამოყენებული. იმავე აზრი ასეც შეგვეძლო გამოგვეხატა.
All the shops were closed. Consequently, we couldn't buy any food. - ანუ ამ წინადადებების გაერთიანების გარეშე. ასეთ შემთხვევაში Consequently - გამოიყოფა მძიმით.
ანალოგიური წესები მოქმედებს, therefore-სა და as a result - ის დროსაც.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა