გამარჯობა {{subscriberName}}

Because of Your Smile, You Make Life More Beautiful

თუ გვინდა, რომ ორი წინადადება შევაერთოთ უნდა გამოვიყენოთ მაკავშირებელი სიტყვა. ამ ორი წინადადებიდან ერთ-ერთი არის მთავარი ხოლო მეორე არის დამოკიდებული. ავიღოთ ორი წინადადება I was angry - გაბრაზებული ვიყავი. I didn’t say anything - არაფერი ვთქვი. ეს ორი წინადადება შემიძლია შევაერთო მაკავშირებელი სიტყვით although; Although I was angry, I didn’t say anything. - იმის მიუხედავად, რომ გაბრაზებული ვიყავი, არაფერი ვთქვი. ამ ორი წინადადებიდან ერთი არის მთავარი წინადადება ხოლო მეორე დამოკიდებული წინადადებაა,
“არაფერი ვთქვი” - არის მთავარი წინადადება, რადგან გამოხატავს დასრულებულ აზრს და მისი გამოყენება დამოუკიდებლად შეგვიძლია.
“იმის მიუხედავად, რომ გაბრაზებული ვიყავი” - არის დამოკიდებული წინადადება, რადგან დასრულებულ აზრს არ გამოხატავს. სწორედ ეს წინადადება შეიცავს მაკავშირებელ სიტყვას “although”.

არსებობს სხვადასხვა ტიპის დამოკიდებული წინადადება: მიზეზის, შედეგის, მაპირისპირებელი და ა.შ.

განვიხილოთ დამოკიდებული წინადადებები, რომლებიც მიზეზის გამომხატველ სიტყვებს შეიცავს, რამდენიმე მათგანი: because, as და since.  


because - იმიტომ, რომ; რადგანაც; რამეთუ; ვინაიდან. მთავარია ვიცოდეთ ამ სიტყვის წინადადებაში სწორად გამოყენება.

I opened the window because it was hot. - ფანჯარა გავაღე, რადგან ცხელოდა. ფანჯარა გავაღე არის მთავარი წინადადება, რადგან ცხელოდა კი დამოკიდებული წინადადებაა.

ეს წინადადება შეგვეძლო დამოკიდებული წინადადებითაც დაგვეწყო.

Because it was hot, I opened the window. - რადგან ცხელოდა ფანჯარა გავაღე. დააკვირდით, რომ თუ დამოკიდებული წინადადებით იწყება მთლიანი წინადადება, მაშინ ის მთავარი წინადადებისგან მძიმით უნდა გამოვყოთ.

სასაუბრო ინგლისურსა და არაოფიციალური წერის დროს because -ს ხშირად ვამოკლებთ და ვიყენებთ სიტყვას cos. I’m laughing cos I’m happy. - ვიცინი, რადგან ბედნიერი ვარ.

განვიხილოთ as და since. პირველ რიგში აღვნიშნოთ თუ რა განსხვავებაა მათ შორის: as და since არის უფრო ფორმალური ვიდრე because.

Because - ის მსგავსად as და since - ის შემთხვევაშიც წინადადება შეიძლება დაიწყოს დამოკიდებული წინადადებითაც და მთავარი წინადადებითაც.

As/Since it was late, she took a taxi home. - რადგან გვიანი იყო, სახლში ტაქსით წავიდა. ამ შემთხვევაში დამოკიდებული წინდადება მთავარისგან მძიმით უნდა გამოვყოთ.   

She took a taxi home as/since it was late - სახლში ტაქსით წავიდან, რადგან გვიანი იყო.


თუ გინდათ, რომ აღნიშნულ საკითხზე გააკეთოთ სავარჯიშოები და ამასთანავე ისწავლოთ გრამატიკული სხვა საკითხებიც გადადით https://abi.abz.ge/ და დაიწყეთ მეცადინეობა ახლავე!

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა