იმისთვის, რომ მოსმენის უნარები განივითაროთ რაც შეიძლება ხშირად უნდა უსმინოთ ინგლისურს. თუმცა ეს ალბათ აქამდეც იცოდით. შეიძლება ფილმებსაც კი უყურებთ ინგლისურად მაგრამ ისეთი ელემენტარული ფრაზების გარდა როგორიცაა: “I’m doing great”, “We had so much fun” არაფერი გესმით და თუ მოსმენის უნარების განვითარებისთვის სხვას არაფერს აკეთებთ, მეტ რამეს ვერც გაიგებთ.
ტექსტის მოსმენისას, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ გამოცდაზე აკეთებთ მოსასმენ სავარჯიშოს, ნუ გამოეკიდებით სიტყვებს, რომელბსაც ვერ გაიგებთ. მთავარია გაიგოთ ძირითადი აზრი. თუ იმაზე დაიწყებთ ნერვიულობას, რომ რაღაც ვერ გაიგეთ მთლიან ტექსტს ჩამორჩებით, რაც ქულებს დაგაკლებთ.
თუმცა სანამ გამოცდამდე და სავარჯიშოების კეთებამდე მიხვალთ, მოსმენის უნარები უნდა განივითაროთ. საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ გაიგოთ ყველაფერი, რასაც უსმენთ არის ტექსტის წაკითხვა და მოსმენა ერთდროულად. უყურებთ ფილმებს? უყურეთ მათ სუბტიტრებით! სწავლობთ ახალ ტექსტს? ტექსტის კითხვისას მოუსმინეთ მას რამდენჯერ, წაიკითხეთ წიგნები მათი მოსმენის პარარელურად. ნელ-ნელა შეეცადეთ მოშორდეთ ტექსტს და მარტო მოსმენაზე გადახვიდეთ. შეეცადეთ კონცენტრაცია მოახდინოთ მოსასმენ მასალაზე და სხვა ყველაფერზე ფიქრი შეწყვიტოთ. სწორედ ამ მიდგომით ავიღე უმაღლესი ქულები კემბრიჯის CAE-ს გამოცდაზე, მოსასმენ სავარჯიშოებში.
ჩვენი აბიტურიენტებისთვის შექმნილი კურსი https://abi.abz.ge/ მოსმენის უნარებს სწორედ ამ მეთოდით გივითარებთ, უსმენთ და თან კითხულობთ ტექსტს, რამდენჯერაც მოგესურვებათ, შემდეგ კი უსმენთ მხოლოდ ტექსტს, ბოლოს კი აკეთებთ იმ ტიპის სავარჯიშოებს, რაც ეროვნულ გამოცდაზე ინგლისურ ენაში მოგეთხოვებათ. რაც მთავარია მოსასმენი სავარჯიშოები ექსკლუზიურად abz-ისთვის ჩაწერა ინგლისელმა მსახიობმა ენდრიუ Fიფსმა.
და ბოლოს არ დაგავიწყდეთ, რომ გამოცდაზე სანამ მოსასმენი სავარჯიშო დაიწყება თვალი გადაავლოთ შეკითხვებს, რათა მოსმენის დროს ყურადღება გაამახვილოთ ზუსტად იმ საკითხებზე, რასაც გეკითხებიან.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა