I broke the vase - ვაზა გავტეხე.
Break - როგორც ვიცით ნიშნავს გატეხვას.
დღევანდელ ვიდეოში მინდა ვისაუბრო ფრაზული ზმნების შესახებ. ფრაზულ ზმნას ვეძახით ზმნას, რომელსაც დამატებული აქვს ნაწიკალი. ნაწიკალების დამატებისას ზმნები მნიშნველობას იცვლიან. თუ break ნიშნავს გატეხვას, break up ნიშნავს დაშორებას. (რომელია ნაწილაკები? in/on/at/up/down/back და ა.შ.
დღევანდელ ვიდეოში გასწავლით როგორი ტიპის ფრაზული ზმნები არსებობს, გასწავლით თითოეულ ტიპში შემავალ გარკვეული რაოდენობის ფრაზულ ზმნებს დააა ბოლოოს გასწავლით თუ როგორ უნდა დაიმახსოვროთ ფრაზული ზმნები მარტივად!
სანამ ფრაზული ზმნების ტიპების შესახებ ვისაუბრებ, მინდა შეგახსენოთ თუ რას ნიშნავს დამატება.
დამატება არის წინადადების წევრი, რომელსაც ეხება ჩვენს მიერ შესრულებული მოქმედება. უფრო მარტივად, რომ გაიგოთ რამდენიმე მაგალითი განვიხილოთ.
I watched Witcher yesterday - გუშინ ვიჩერს ვუყურე, რას ვუყურე? ვიჩერს ვუყურე. ვიჩერი არის დამატება.
I wrote a book - წიგნი დავწერე, რა დავწერე წიგნი დავწერე. წიგნი არის დამატება.
რა შუაშია ეს ყველაფერი ფრაზულ ზმნებთან რატომ არის ამის ცოდნა საჭირო?
საქმე ისაა, რომ ფრაზული ზმნები იყო სამ ჯგუფად.
ფრაზული ზმნები, რომელთაც დამატება არ შეეწყობა. ანუ საერთოდ არ აქვს დამატება.
მაგ. Get up - I got up at 6.00. - 6 საათზე ავდექი. ავდექი და მორჩა. ადგომას არაფერი არ შეეწყობა. My sister and her boyfriend have split up - ჩემი და და მისი შეყვარებული დაშორდნენ. დაშორდნენ და მორჩა. Split up - ს არაფერი არ შეეწყობა.
მეორე ჯგუფში შედის ფრაზული ზმნები, რომელთაც შეეწყობა დამატება.
I looked up the word in the dictionary - სიტყვა ლექსიკონში მოვძებნე. რა მოვძებნე ლექსიკონში? სიტყვა მოვძებნე.
თუმცა ეს წინადადება შემეძლო სხვანაირადაც მეთქვა.
I looked the word up in the dictionary. ანუ როგორც დააკივრდით ფრაზული ზმნა მოძებნა look up - გავყავი და the word შუაში ჩავსვი. ორივე წინადადება არის სწორი! Did you switch off the computer? Did you switch the computer off? - გამორთე კომპიუტერი?
ორივე წინადადება სწორია.
როგორც მიხვდით, მეორე ჯგუფში შედის ისეთი ფრაზული ზმნები, რომელთაც შეეწყობა დამატება და რომელთა გაყოფაც შესაძლებელია. ანუ ასეთი ფრაზული ზმნები შეგიძლიათ გაყოთ ან არ გაყოთ და მაინც სწორი იქნება.
თუმცა თუ არსებითი სახელის ნაცვლად ვიყენებ ნაცვალსახელს, ანუ computer-ის ნაცვლად ვიტყვი - it - ს მაშინ, აუცილებლად უნდა გავყო ფრაზული ზმნა.
Switch it off და არა Switch off it.
მესამე ჯგუფში შედის ფრაზული ზმნები, რომელთაც შეეწყობა დამატება და არ იყოფა.
My husband looks after the children.
My husband looks the children after - არის არასწორი.
- Where’s your book?
- I don’t know. I am looking for it. და არა I am looking it for.
მოკლედ, მესამე ტიპის ფრაზულ ზმნებს შეეწყობა დამატება მაგრამ არ იყოფა.
დარწმუნებული ვარ ყველას გაინტერესებთ თუ როგორ უნდა გავიგოთ, რომელი ფრაზული ზმნა რომელ ჯგუფში შედის. სამწუხაროდ ამის წესები არ გვაქვს :D უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომელი ფრაზული ზმნა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება.
ახლა ვისწავლოთ ზოგიერთი ფრაზული ზმნა თავიანთი ჯგუფების მიხედვით.
პირველ ჯგუფში შედის შემდეგი ფრაზული ზმნები: grow up - გაზრდა, break up / split up - დაშორება, break down - გაფუჭება; set off - მგზავრობის დაწყება; move in - საცხოვრებლად სადმე გადასვლა; pass away - გარდაცვალება და ა.შ. ე.ი. ამ ფრაზულ ზმნებს არ შეეწყობათ დამატება და შესაბამისად ვერც გაყოფთ მათ.
მეორე ჯგუფში შედის:
Close down - დახურვა
Give up - თავის დანებება
Pick up - აღება
Turn on - ჩართვ
Turn off - გამორთვა
Turn down - ხმის ჩაწევა
Turn up - ხმის აწევა
Try on - მოსინჯვა
და ა.შ.
ე.ი. ყველა ამ ფრაზულ ზმნას შეეწყობა დამატება და შეგვიძლია, რომ ისინი გავყოთ.
მესამე ჯგუფში შედის:
Look after - ზრუნვა, ყურადღების მიქცევა.
Look for - ძებნა
Look forward to - მოუთმენლად ლოდინი
Fall out with - უთანხმოების მოსვლა და ა.შ.
ე.ი. ყველა ამ ფრაზულ ზმნას შეეწყობა დამატება და არ შეგვიძლია, რომ ისინი გავყოთ.
ჩნდება კითხვა? როგორ ვისწავლო ეს ყველაფერი? როგორ დავიმახსოვრო ამდენი რამ?
ფრაზული ზმნების სწავლის ორი მეთოდი არსებობს: ნაწილაკების მიხედვით და სიტყვების მიხედვით.
მაგ. შეგიძლიათ აიღოთ სიტყვა look - და ისწავლოთ მისი მნიშნველობა სხვადასხვა ნაწილაკებთან ერთად. Look up - ინფორმაციის მოძებნა, look after - ზრუნვა და ა.შ. მე მაგალითად დიაგრამებსაც ვაკეთებდით ხოლმე, დაახლოებით ამის მსგავს.
ან შეგიძლიათ აიღოთ რომელიმე ნაწილაკი ვთქვათ up და ისწავლოთ ის სხვადასხვა სიტყვებთან ერთად: up (look up, pick up, turn up, end up და ა.შ.).
სასურველია, რომ ფრაზული ზმნის სწავლასთან ერთად დაიმახსოვროთ თუ რომელ ტიპს მიეკუთვნება ეს ფრაზული ზმნა. მათ დამახსოვრებაში დაგეხმარებათ ბევრი სავარჯიშოს კეთება, წინადადებების შედგენა, ინგლისურად კითხვა და ა.შ.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა