გამარჯობა {{subscriberName}}

პირობითი წინადადება #1 (First Conditional)

მთავარია წინადადება, რომელიც შეიცავს ქვემდებარეს და შემასმენელს და გამოხატავს დასრულებულ აზრს. მაგ, I will write - დავწერ.  I read the book. - წიგნი წავიკითხე და ა.შ.  

If he comes - თუ მოვა, არის დამოკიდებული წინადადება, რადგან ეს წინადადება არ გამოხატავს დასრულებულ აზრს და შესაბამისად დამოუკიდებლად, სხვა წინადადების გარეშე ვერ გამოვიყენებთ.

 

First Conditional  
რეალური პირობითი წინადადება

რეალური პირობითი წინადადება გამოხატავს ისეთ მოქმედებას, რომელიც შეიძლება მოხდეს და ეხება ახლანდელ ან მომავალ დროს.
If I have time, I will go -თუ დრო მექნება, წავალ.

როგორც ხედავთ, ზმნა დამოკიდებულ წინადადებაში არის აწმყო განუსაზღვრელ დროში, ხოლო მთავარ წინადადებათი ზმნა არის მომავალ განუსაზღვრელ  დროში.

თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც როგორც დამოკიდებულ ასევე, მთავარ წინადადებაში ვიყენებთ აწმყო განუსაზღვრელ დროს, კერძოდ ბრძანების, ჩვევის ან  მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტის გამოსახატავად:
მაგალითად, If you heat ice, it melts- თუ ყინულს გაათბობ, ის გადნება.

Unless - თუ არ.
You will feel cold unless you wear a warm jacket. თუ არ ჩაიცვამ თბილ ქურთუკს, შეგცივდება.

 

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა