შემდეგ უნდა ისწავლოთ, როგორ იწარმოება ესა თუ ის დრო. მაგ. აწმყო განგრძობით დროს ვაწარმოებთ, to be ზმნის აწმყო ფორმისა და ზმნის საწყის ფორმაზე ing-ის დამატებით. She is playing.
შემდეგ უნდა დაიმახსოვროთ ის ზმნიზედები, რომლებიც ამა თუ იმ დროსთან გამოიყენება. მაგ. სრულ დროებთან ხშირად გამოიყენება: yet, since, just და ა.შ.
მოკლედ პირველ რიგში სწავლობთ, რას გამოხატავს დრო? შემდეგ როგორ უნდა გამოვიყენოთ დრო? (ანუ მისი წარმოება) და ბოლოს რომელი ზმნიზედები უნდა გამოვიყენოთ ამა თუ იმ დროსთან.
მაგრამ თუ თქვენი ცოდნა მყარი არის, როცა 12-ვე დრო ერთად იქნება მოცემული, შეიძლება ისინი მაინც აგერიოთ ერთმანეთში. მაგრამ ასე, რომ არ მოხდეს, აუცილებელია პრაქტიკა. სხვადასხვა დროის სავარჯიშოების კეთება პერიოდულად.
სწორედ ამიტომ, სპეციალურად თქვენთვის შექმნილ ჩვენს კურსში https://abi.abz.ge/ დროებს ისწავლით ამომწურავად და გააკეთებთ უამრავ სავარჯიშოს, რის შემდეგაც ნებისმიერ დროის ფორმას ადვილად გამოიყენებთ.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა