ინგლისურში ერთი და იმავე სიტყვა შეიძლება სხვადასხვა მეტყველების ნაწილებს მიეკუთვნებოდეს. მაგალითად, სიტყვა შეიძლება არსებითი სახელიც იყოს და ზმნაც, მაგ: dust - როგორც არსებითი სახელი ნიშნავს მტვერს, ხოლო როგორც ზმნა ნიშნავს მტვრის გადაწმენდას. საქმეს ისიც ართულებს, რომ ზოგჯერ სიტყვას, სხვა მნიშნველობა აქვს როცა არსებითი სახელია, ხოლო აბსოლუტურად განსხვავებული მნიშნველობა აქვს, როცა ზმნაა. მაგ. Book, როგორც არსებითი სახელი ნიშნავს წიგნს, ხოლო როგორც ზმნა, to book - ნიშნავს დაჯავშნას.
ინგლისურ ენაში გვხვდება ფრაზული ზმნები და იდიომები, მათი მნიშნელობის გამოცნობა კი საკმაოდ რთული და ზოგჯერ შეუძლებელიც კია. მაგ. Go - ნიშნავს წასვლას, მაგრამ ფრაზული ზმნა go off -ის ერთ-ერთი მნიშნველობაა აფეთქება. იდიომა - a piece of cake - სიტყვა სიტყვით ნიშნავს ნამცხვრის ნაჭერს, მაგრამ როგორც იდიომა ნიშნავს ძალიან ადვილს.
(spelling) და ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე, ინგლისურში სიტყვები იწერება სხვანაირად და იკითხება სხვანაირად, ამიტომაც შეიძლება სიტყვის სწორად წარმოთმქა იცოდეთ, მაგრამ არ იცოდეთ მისი სწორად დაწერა, თუ ინგლისურად გიწევთ წერა ან გამოცდას აბარებთ სიტყვების სწორად დაწერის ცოდნა ისეთივე მნიშნველოვანია თქვენთვის, როგორც სიტყვების დამახსოვრება.
ისმის კითხვა რა უნდა გააკეთოს ინგლისური ენის შემსწავლელმა, რომ ზემოთ აღნიშნული სირთულეები დაძლიოს? პირველ რიგში უნდა ისწავლოს ლექსიკონთან მუშაობა და შეეცადოს ახალი სიტყვის სწავლისას ამ სიტყვის ყველა მნიშნველობა დაიმახსოვროს, და რაც მთავარია მათი სწორად გამოყენება ისწავლოს. ჩვენი აბიტურიენტებისთვის შექმნილ კურსში https://abi.abz.ge/ შეისწავლით ათასზე მეტ სიტყვას, თქვენ ისწავლით არა მხოლოდ ამ სიტყვები მნიშნველობებს, არამედ არსებული სავარჯიშოებით და მაგალითებით გაიაზრებთ თუ როგორ უნდა გამოიყენოთ სწორ კონტექსტში ესა თუ ის სიტყვა და უფრო მეტიც, ჩვენი კურსი სახალისო დავალებების შესრულები საშუალებას მოგცემთ საოცრად გაიუმჯობესოთ თქვენი მართლწერა
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა