Enough - ს აქვს დადებითი მნიშნველობა, ქართულად ითარგმნება როგორც საკმარისი, საკმაო. წინადადებაში გამოიყენება ზედსართავი სახელის ან ზმნიზედის შემდეგ. მაგ. He is strong enough to climb a tree - საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ ხეზე აცოცდეს. ამ წინდადადებაში strong არის ზედსართავი სახელი და მას მოსდევს enough. როდესაც enough -ს ვიყენებთ არსებით სახელთან, მაშინ enough არსებით სახელს უსწრებს წინ. I’ve got enough butter to make a cake - საკმარისი კარაქი მაქვს ნამცხვრის გამოსაცხობად. Butter - არის არსებითი სახელი და მას წინ უსწრებს enough. ე.ი. ზედსართავ სახელსა და ზმნიზედას მოსდევს, ხოლო არსებით სახელს წინ უსწრებს. თუ ორივე მაგალითს დააკვირდებით, დაინახავთ რომ როგორც too -ს მსგავსად, enough-საც მოსდევს to infinitive.
I’ve got enough butter to make a cake. - to make არის ინფიტნივი.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა