გამარჯობა {{subscriberName}}

საუკეთესო წიგნი სიტყვების სასწავლად

Oxford Word Skills - ის წიგნები. 


აღნიშნულ სერიაში შედის
სამი წიგნი, პირველი Basic - სადაც შედის A1 და A2 დონის სიტყვები, Intermediate რომელიც მოიცავს B1-B2 დონის სიტყვებს, Advanced - C1-C2- ის ლექსიკით. ვის გამოადგება ეს წიგნები? აბიტურიენტებს, მათ ვინც ზოგად ინგლისურს სწავლობს, ვინც კემბირიჯის გამოცდების FCE, CAE, CPE-ის ჩაბარებას გეგმავს. IELTS-ის ჩაბარების მსურველებს, ვისაც უბრალოდ ლექსიკის გამდიდრება სურს. მოკლედ წიგნების ეს სერია გამოადგება ინგლისურის ყველა შემსწვლელს.

თითოეულ წიგნში მოცემულია 80-80 გაკვეთილი, რომელიც თემატურადაა დალაგებული. ვხვდებით ისეთ თემებს, როგორიცაა ყოველდღიური საკითხების შესახებ საუბარი, გარემო, სოციალური და პოლიტიკური საკითხები, გართობა, მუშაობა და სწვლა, ბიზნესი და ა.შ. თითოეული თემის ბოლოს მოცემულია შემაჯამებელი სავარჯიშოები, რაც გამეორების საშუალებას გაძლევთ. მოკლედ, სამივე წიგნის ხარისხიანად გავლის შემთხვევაში, ნებისმიერ თემაზე შეგეძლებათ საუბარი. 

რაც შეეხება გაკვეთილების სტრუქტურას, თითქმის ყველა გაკვეთილში მოცემულია მცირე ზომის ტექსტი, რაც ახალი სიტყვების კონტექსტში შესწავლის საშუალებას გვაძლევს, ასევე ცალკეა ამოწერილი სიტყვები ინგლისურ მნიშნველობებთან ერთად, ხშირად ყურადღება გამახვილებულია სიტყვათწარმოებაზე, ანტონიმებსა და სინონიმებზე. თითოეულ გაკვეთილში მოცემულია სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოები, სიტყვების ჩასმა, სწორი სიტყვის ამორჩევა, სიტყვების სწორ ფორმაში ჩასმა, მართლწერის სავარჯიშოები და ა.შ. 

რაც მთავარია წიგნებს მოყვებათ CD, დამეთანხმებით რომ 21-ე საუკუნეში, სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასურველი კი არა აუცილებელია, რადგან ის საგრძნობლად აადვილებს სწავლის პროცესს. ამ წიგნების CD-ში შეგვიძლია მოვუსმინოთ ყველა სიტყვის გამოთქმას, ასევე ტექსტების აუდიო ჩანაწერებს, რაც მოსმენის უნარებსაც განავითარებს. ჩამოწერილია ყველა ახალი სიტყვა, რომელთაც შეგიძლიათ ქართულად მიაწეროთ მნიშნველობები, ანუ გეძლევათ საშუალება თქვენი ელექტრონული ლექსიკონი შექმნათ. CD-ში დამატებითი სავარჯიშოებიცაა მოცემული, რაც კიდევ უფრო გეხმარებათ სიტყვების დამახსოვრებაში. 


რაც შეეხება
უარყოფით მხარეს, მე პირადად ვისურვებდი რომ ყველა გაკვეთილში იყოს მოცემული ტექსტები და სავარჯიშოებში დამატებული იყო არეული სიტყვებით წინადადებების აწყობა, რადგან სიტყვების სწავლას აზრი არ აქვს თუ წინადადებებს სწორად ვერ ვაწყობთ.  

სწორედ ამიტომ, ჩვენს კურსში ასეთი ტიპის სავარჯიშოები უხვად შევიტანეთ. თუ გინდათ, რომ 1000-ზე მეტი სიტყვა ისწავლოთ უამრავი სახალისო სავარჯიშოს დახმარებით, გადადით ჩვენს შექმნილ კურსზე და დაიწყე მეცადინეობა ახლავე. 

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა