მე-6 დავალებაში მოცემულია ტექსტი, რომელშიც გამოტოვებულია გრამატიკული მნშნველობის მქონე 10 სიტყვა. ეს სიტყვებია: არტიკლები: a, an, the;
წინდებულები: in, on, at, from, of, for და ა.შ.
კავშირები: and, but, also, or და ა.შ.
მიმართებითი ნაცვალსახელები: who, whom, whose, which, that.
სიტყვები არ არის მოცემული.
კონტექსტის გათვალისწინებთ აბიტურიენტმა უნდა მოიფიქროს და გამოტოვებულ ადგილას ჩაწეროს მხოლოდ ერთი სიტყვა.
რჩევები:
პირველ რიგში ძალიან კარგად ისწავლეთ შემდეგი საკითხები: არტიკლი, წინდებული, კავშირი და მიმართებითი ნაცვალსახელები.
შეეცადეთ კარგად გაიგოთ იმ წინადადების შინაარსი, რომლებშიც სიტყვებია გამოტოვებული. გაიაზრეთ ქართულად წინადადება და დაფიქრდით რა სიტყვა აკლია.
ყოველი გამოტოვებული ადგილისთვის პასუხების ფურცელში ერთზე მეტი სიტყვის ჩაწერის შემთხვევაში პასუხი შეცდომად ჩაითვლება.
About caves
A cave is a hollow place in the ground large enough for a human to enter. There are many different kinds ….. (1) caves.
Some caves have been there for millions of years, but many are only ….. (2) few thousand years old. Most caves are natural, …..
(3) some of them are artificial, ….. (4) means that they were made by people. Caves may be of very different sizes, from those
that are no bigger than a small room, to some that may be several kilometres deep and long. The most interesting and the biggest
caves have many rooms, ….. (5) are called ‘chambers’. The chambers which are linked ….. (6) each other by passages may be
quite wide, or very narrow. In many caves you can find underground rivers ….. (7) even waterfalls.
The majority of natural caves were made thousands of years ago by rain water. Soft grey or white stone called lime-stone
also contributed to their formation. Caves are found all over ….. (8) world. People visit caves ….. (9) many reasons, but for
animals, caves provide food and shelter. Caves can easily be destroyed when people visit the chambers. It is strictly forbidden to
write or leave any marks ….. (10) the cave walls or to leave food or any other waste in the cave.
დავალების განხილვა:
არსებობს ბევრი სხვადასხვა სახე _______ გამოქვაბულები. (არსებობს გამოქვაბულების ბევრი სხვადასხვა სახე). კუთვნილებით ბრუნვას ინგლისურ ენაში, უსულო არსებით სახელებთან გამოხატავს of. შესაბამისად, უნდა ჩავსვათ of.
მაგრამ უმრავლესობა მხოლოდ _______ რამდენიმე ათასი წლისაა. ქართულად ამ წინადადებას არაფერი აკლია. ზემოთ ჩამოთვლილი გრამატიკული მნიშნველობის სიტყვებიდან, ვგულისხმობ, არტიკლებს, წინდებულებს, კავშირებსა და მიმართებით ნაცალსახელებს. რომელი არ გვაქვს ქართულ ენაში? ქართულ ენაში არ გვაქვს არტიკლები. შესაბამისად აქ უნდა ჩავსვათ არტიკლი. ინგლისურ ენაში გვაქვს სამი არტიკლი: a, an, the. An-გამოირიცხა, რადგან few-არ იწყება ხმოვნით. გაიხსენეთ რაოდენობითი ზედსართავი სახელები, გაკვეთილი, რომელშიც ისწავლეთ თუ რა განსხვავებაა a few-და few-ს შორის. A few-რამდენიმე, მაგრამ საკმარისი. Few-რამდენიმე, მაგრამ არასაკმარისი. ვინაიდან few-ს წინ რამე უნდა ჩავსვათ შესაბამისად a არტიკლი უნდა გამოვიყენოთ.
(4) გამოქვაბულების უმრავლესობა ბუნებრივია, ________ (მაგრამ) ზოგი მათგანი ხელოვნურია _________ (რაც) ნიშნავს, რომ ისინი ხალხმა შექმნა.
...
ყველაზე დიდ და საინტერესო გამოქვაბულებს აქვთ ბევრი ოთახი, _______ ქვია „პალატები, აპარტამენტები“. აქ გვაკლია სიტყვა, რომელთაც, ინგლისურში იმავე მნიშნველობას ატარებს ორი მიმართებითი ნაცვალსახელი: Which/that. შეგიძლიათ ნებისმიერი მათგანი დაწეროთ. მაგრამ ნუ დაწერთ ორივე სიტყვას, რადგან პასუხების ფურცელში მხოლოდ ერთი სიტყვა უნდა ჩაწეროთ.
პალატები, რომლებიც დაკავიშრებული არიან _______ ერთმანეთი დერეფნებით. წინდებული with-ნიშნავს „თან“-ს.
ბევრ გამოქვაბულში შეხვდებით მიწისქვეშა მდინარეებს ______ ჩანქერებსაც. (და) and.
გამოქვაბულები მთელს მსოფლიოშია აღმოჩენილი.
ქართულად ამ წინადადებას არაფერი აკლია, ზემოთ ჩამოთვლილი გრამატიკული მნიშნველობის სიტყვებიდან, ვგულისხმობ, არტიკლებს, წინდებულებს, კავშირებსა და მიმართებით ნაცალსახელებს. რომელი არ გვაქვს ქართულ ენაში? ქართულ ენაში არ გვაქვს არტიკლები. როგორც ვიცით ინგლისურ ენაში სამი არტიკლია, a, an, the. An -არტიკლი გამოირიცხა, რადგან სიტყვა world-ხმოვნით არ იწყება. წესის მიხედვით, იმ არსებითი სახელების წინ, რომელბიც გამოხატავენ ერთადერთ საგანს იხმარება the არტიკლი. რადგან სიტყვა “world” გამოხატავს ერთადერტ საგანს, შესაბამისად გვენქება the world.
ხალხი ნახულობს გამოქვაბულებს ________ ბევრი მიზეზი. ხალხი ნახულობს გამოქვაბულებს ბევრი მიზეზების გამო. წინდებულ for-ს ინგლისურში აქვს უამრავი მნიშნველობა, მისი ერთ-ერთი მნიშნველობაა: „რაღაცის გამო, რაღაც მიზეზით“ მაგ, I don’t eat meat for various reasons-არ ვჭამ ხორცს სხვადასხვა მიზეზის გამო.
მკაცრადაა აკრძალული, რამის დაწერა ან რამე ნიშნების დატოვება __________ გამოქვაბულის კედელები. (ანუ გამოქვაბულის კედლებზე) წინდებული -ზე ინგლისურში გამოიხატება on-წინდებულით. on the cave walls.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა