გამარჯობა {{subscriberName}}

აბიტურიენტებისთვის - ზმნების ჩასმა სწორ დროში

როგორც იცით, წელს შეიცვალა ზმნების სწორ დროში ჩასმის სავარჯიშო. ხშირად სიახლეებს უარყოფითად აღიქვამენ ხოლმე, იყო მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ეს სავარჯიშო გართულდა. მაგრამ სინამდვილეში, პირიქით გამარტივდა. თუ კი მანამდე, თქვენ თვითონ უნდა მოგეფიქრებინათ ზმნა მთელი 12 დროიდან, რომელში უნდა ჩაგესვთ, გენერვიულათ მართლწერაზე. ახლა ყველაფერი გაცილებით მარტივადაა, მოცემული გაქვთ ოთხი სავარაუდო პასუხი და სწორი ვარიანტი უნდა შემოხაზოთ.

 

გირჩევთ, რომ ძალიან კარგად ისწავლოთ თქვენთვის სავალდებულო 12 დრო, კარგად დაიმახსოვროთ ის ზმნიზედები, რომლებიც ამა თუ იმ დროსთან გამოიყენება. მაგ, sometimes გამოიყენება present simple-თან, already - გამოიყენება present perfect-თან და ა.შ. რადგან ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს ზმნიზედები მიგვანიშნებს თუ რომელი დრო გვჭირდება. კარგად ისწავლეთ ვნებითი გვარი და ირიბი თქმა. და გამორიცხვის მეთოდითაც შეგიძლიათ გაიმარტივოთ საქმე. ხშირად ისეთი ელემენტარული შეცდომებია, ხოლმე სავარაუდო პასუხებში დაშვებული, როგორიცაა “are”-ის გამოყენება მხოლობითი რიცხვის პირველ პირთან, ან have-ის გამოყენება, მხოლობითი რიცხვის მესამე პირთან.  

 

 

განვიხილოთ ის სავაჯიშო, რომელიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ატვირთა 2017 წლის ტესტის ნიმუშად.

 

Dear Helen,

 

I hope you are well. You know my friend, James. He is a nice guy but I ….. (1) some problems with him recently. One day he didn’t answer my calls and the next day he came late and didn’t tell me where he had been. But last weekend was a real nightmare.

 

It was Saturday morning and James told me he ….. (2) me up at 8 pm to go out for dinner. It was already nine o’clock but James ….. (3) yet. I ….. (4) to get worried when my telephone rang.

 

A stranger told me that James ….. (5) but did not tell me why. I hurried to the police station. When I got there, a detective ….. (6) him. I waited until the interrogation finished.

 

But even after that I ….. (7) to talk to him. I ….. (8) that he had been arrested because he had hit a dog with a car and killed it. They told me that James had to pay a fine. Unfortunately I didn’t have any money with me.

 

So, he had to spend the night at the police station. It was already very late, so I couldn’t bother any of my friends.

 

On Sunday morning I ….. (9) to one of my friends, Susie. But as Susie ….. (10) that weekend with her parents in the summer house, I had to take a train. Luckily, Susie was able to lend me money and I released James from the police station. I promise, next time if I have happier things to tell you, I will let you know immediately.

 

Best wishes, Nelly

 

1. A. have had                   B. are having           C. have                             D. has had

2. A. pick                           B. would pick            C. will pick                        D. would have picked

3. A. not appeared             B. will not appear    C. hasn’t appeared           D. hadn’t appeared

4. A. begin B. began C. have begun D. will begin

5. A. had been arrested B. is being arrested C. arrested D. have been arrested

6. A. was questioning B. will be questioning C. had been questioning D. has been questioning

7. A. had not been allowed B. have not been allowed C. was not allowed D. am not allowed

8. A. told B. tell C. had been told D. was told

9. A. have rushed B. had rushed C.rushed  D. rush

10. A. was spending B. spend C. would spend D. will spend

 

გადავხედოთ სავარაუდო პასუხებს. B ვარიანტი მაშინვე უნდა გამოირიცხოს, ვინაიდან I-სთან არ გამოიენება “am” და არა “are”. ანალოგიურად უნდა გამოვრიხოთ ვარიანტი D. რადგან has არ გამოიყენება პირველ პირში. I have და არა I has.

ამ წინდადადებაში სიტყვა recently (ბოლო დროს)- მიმანიშნებს იმაზე, რომ present perfect (აწმყო სრული დრო) უნდა გამოვიყენო. იქიდან გამომდინარე, რომ აწმყო სრული დრო გამოხატავს მოქმედებას, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. შესაბამისად უნდა ჩავსვათ Have had.

 

 

It was Saturday morning-შაბათი დილა იყო, შესაბამისად წარსულ დროში ვართ და pick და will pick უნდა გამოვრიცხოთ. ზმნა pick არის აწმყო განუსაზღვრელ დროში (Present Simple) ხოლო will pick არის მომავალ განუსაზღვრელ დროში (Future simple-ში).  სიტყვა told-მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ წინადადებაში გვაქვს ირიბი თქმა. ჯეიმსა მითხრა, რომ…. ირიბ თქმაში ზმნა ერთი დროით უკან გადაგყავს.  წარმოვიდგინოთ, რომ მე ვარ ჯეიმსი და ახლა გეუბნები: გამოგივლი. “I will pick you up”. ე.ი. გამოვიყენე future simple (მომავალი განუსაზღვრელი დრო). მაგრამ ჩვენ გვჭირდება ირიბი თქმა, ჯეიმსმა მითხრა, რომ გამომივლიდა. Future simple ირიბ თქმაში გადადის Future in the past-ში ანუ მომავალ წარსულ განუსაზღვრელ დროში. შესაბამისად გვექნება James told me he would pick me up.

 

როგორც ვიცით, (ჯერ არ; უკვე) yet-თან გამოიყენება სრული დროები, სავარაუდო პასუხებიდან გვაქვსორი სრული დრო, present perfect (აწმყო სრული დრო) და past perfect-წარსული სრული დრო. იქიდან გამომდინარე, რომ წინადადების დასაწყისი არის წარსულ დროში. I was already nine o’clock-ცხრა საათი იყო, უნდა გავიყენოთ past perfect.

 

When my telephone rang-ეს წინადადება არის past simple-ში ანუ წარსულ განუსაზღვრელ დროში. აქედან გამომდინარე, სავარაუდო პასუხებიდან სამი პასუხი მაშინვე უნდა გამორიცხოთ. Begin-present simple, Have begun-present perfect, will begin-future simple. დარჩა began-past simple-(წარსული განუსაზღვრელი დრო)

 

პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ აქ უნდა გამოვიყენოთ ვნებითი გვარი, ჯეიმსი დაიჭირეს. ანუ ჯეიმსზე მოხდა ზემოქმედება. გამოვრიცხოთ ვარიანტი C- arrested-რადგან ეს ზმნა არ არის ვნებით გვარში, თუ ამ ზმნას გამოვიყენებთ მაშინ გამოვა, რომ ჯეიმსა დაიჭირა ვიღაც. ლოგიკურად ესეც შესაძლებელია მაგრამ ამ შემთხვევაში, arrested-ს უნდა მოსდევდეს ობიექტი ის, ვინც ჯეიმსა დაიჭირა. რადგან გავარკვიეთ, რომ ვნებითი გვარი გვჭირდება, იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ ირიბი თქმა გვჭირდება. A stranger told me - უცნობმა მითხრა, რომ. დავუშვათ მე ვარ ეს უცნობი და გეუბნები: “James has been arrested”-ჯეიმსი დაიჭირეს, გამოვიყენე present perfect-იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოქმედება მოხდა წარსულში, მაგრამ არ დავაკონკრეტე ზუსტად, როდის მოხდა. ასეთ სიტუაციებსი კი ვიყენებთ, present perfect-ს. უკვე აღვნიშნე, რომ გვაქვს ირიბი თქმა, ანუ ეს წინადადება გადავა past perfect-ში და გვექნება had been arrested. სავარაუდო პასუხებში D. ვარიანში გიწერიათ present perfect- თითქოს დაბნევის მიზნით, მაგრამ თუ დააკვირდებით ეს ვარიანტი უნდა გამოირიცხოს იმიტომაც, რმო James -წარმოადგენს მესამე პირის მხოლობით რიცხვს, ამიტომაც, James has და არა James have.!  

 

 

When I got there, როდესაც იქ მივედი. გამორიცხეთ B, და D პასუხები, რადგან წარსულ დროში ვართ და present perfect continuous (ახლადნელი სრული განგრძობითი დრო) და future continuous-მომავალი განგრძობითი დრო არაფერში გვჭირდება. რაც შეეხება A და C პასუხებს. როცა მივედი მაშინ უტარებდა დაკითხვას, როგორც ვიცით წარსული განგრძობითი დრო (past continuous.) გამოხატავს ისეთ მოქმედებას, რომელიც ხდებოდა წარსულის რომელიღაც მონაკვეთში, ამ შემთხვევაში იმ მონაკვეთსი როცა მე მივედი, ამიტომაც, უნდა გამოვიყენოთ was questioning.   

 

ძალიან მარტივად გავმორიცხოთ B და D პასუხები, რადგან წარსულ დროში მიმდინარეობს მოქმედება და present perfect da  present simple არ გვჭირდება. even After that ნიშნავს ამის შემდეგაც კი, ამის შემდეგაც კი არ მომცეს უფლება, რომ მას დავლაპარაკებოდი. ამიტომ გამოვრიცოთ A ვარიანტიც, რადგან past perfect-გამოხატავს ისეთ მოქმედებას, რომელიც წინ უსწრებს რომელიღაც წარსულ მოქმედებას. როცა ვამბობ, რომ “ამის შემდეგ” მოხდა რაღაც, ე.ი. ეს მოქმედება წინ არ უსწრებს არანაირ მოქმედებას და უნდა გამოვიყენოთ past simple: was not allowed - ასევე დააკვირდით, რომ ამ შემთხვევაში ვცნებითი გვარია გამოყენებული. ნება არ მომცეს, რომ დავლაპარაკებოდი. ჩემზე სრულდება ზემოქმედება.

 

ამ წინადადებაშიც გვჭირდება ვნებითი გვარი, რადგან მე მითხრეს, მისი დაპატიმრების მიზეზი, მე კი არ ვუთხარი მათ. ამიტომაც, I was told.

 

past simple- present perfect-ის გარჩევის ერთ-ერთი მარტივი გზაა ის, რომ past  simple-ში დაკონკრეტებულია, თუ როდის მოხდა მოქმედება, ხოლო perfect-ში ზუსტი დრო არ არის მითითებული. On Sunday morning-კვირა დილას შევირბინე, ზუსტად აკონკრეტებს, როდის შეირბინა თავის მეგობართან, ამიტომაც past simple უნდა გამოვიყენოთ. საუბარი D. ვარიანტზე აღარც ღირს, რადგან ეს ზმნა present simple-შია, თხრობა კი წარსულში მიმდინარეობს.

 

უნდა გამოვიყენოთ past continuous-ს იმიტომ, რომ სუზი შაბათ-კვირაში ატარებდა მშობლების სახლში, ჩვენ კი ვიცით, რომ ეს დრო გამოხატავს ისეთ მოქმედებას, რომელიც ხდებოდა წარსულის, რომელიღაც მონაკვეშთი (ამ შემთხვევაში შაბათ-კვირას) და მოქმედება არ იყო დასრულებული.

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა