ჯონი ეკითხება სემს, - What’s my name? რა მქვია? ეს არის პირდაპირი კითხვის მაგალითი. ჯონს, რომ სემისთვის ეკითხა Could you tell my what my name is? ის გამოიყენებდა არაპირდაპირ შეკითხვას.
მოდი გავარვკიოთ თუ რა განსხვავება პირდაპირ და არაპირდაპირ შეკითხვებს შორის:
პირდაპირ შეკითხვებს უფრო ხშირად ვიყენებთ არაფორმალურ გარემოში, ხოლო არაპირდაპირ კითხვებს ვიყენებთ ფორმალურ გარემოში. ამავდროულად, არაპირდაპირი კითხვები უფრო თავაზიანია ვიდრე, პირდაპირი კითხვები.
ახლა გავარკვიოთ თუ რა განსხვავებაა მათ შორის გრამატიკულად.
Where do you work ? - არის პირდაპირი კითხვა. პირდაპირი კითხვების აგებისას პირველ რიგში ვიყენებთ question word-ს ისეთი როგორიცაა, where, what, when და ა.შ. რასაც მოსდევს დამხამრე ზმნა, ამ შემთხვევაში do, შემდეგ ქვემდებარე ამ შემთხვევაში you და ბოლოს ზმნა, ამ შემთხვევაში work.
რა თქმა უნდა პირდაპირ კითხვაში შეიძლება question word არ გვქონდეს, მაშინ კითხვა პიდაპირ დამხმარე ზმნით დაიწყება. Do you work? -მუშაობ?
მოკლედ პირდაპირ კითხვებს აქვთ კითხვითი წინადადებისთვის დამახასაითებელი სიტყვათა წყობა.
არაპირდაპირი კითხვები კი, როგორც სახელი გვიჩვენებს არაპირაპირ არის დასმული, ეს კითხვები იწყება ისეთი ფრაზებით როგორიცაა:
I was wondering…
Do you have any idea…
Could you tell me…
I’d like to know…
Do you know…
მაგალითად, Could you tell me where you work. - და არა, Could you tell me where do you work - მოკლედ, როგორც ხედავთ არაპირაპირ შეკითხვას არ აქვს კითხვითი წინადადებისთვის დამახასაითებელი სტრუქტურა.
გამოცდაზე არაპირდაპირი კითხვები, წერილში გაცილებით ეფექტური იქნება, გამსწორებელზე შთაბეჭდილების მოსახდენად. შესაბამისად მეტი შანსი გექნებათ მაღალი ქულების აღების. მითუმეტეს რომ, სტანდარტულ მოსამზადებელ კურსებში ასეთ შეკითხვებზე უმეტესად, ყურადღებას არ ამახვილებენ. რაც კიდევ უფრო გამოგარჩევთ სხვებისგან.
ჩვენი კურსის წერით დავალებებში https://abi.abz.ge/ ისწავლით არაპირადპირი კითხვების დასმას და მათ სწორად გამოყენებას წერილის წერის დროს.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა