ინგლისურ ენაში არსებით სახელს ორი ბრუნვა აქვს: საერთო (common case) და კუთვნილებითი (possessive/genitive case).
არსებითი სახელი კუთვნილებით ბრუნვაშია, როცა დაესმის კითხვა ვისი? (Whose?)
ა) კუთვნილებით ბრუნვას ვაწარმოებთ არსებითი სახელის მხოლობითი რიცხვის ფორმაზე ’s-ის დართვთ, ხოლო მრავლობით რიცხვში არსებით სახელს ემატება მხოლოდ - ’ (აპოსტროფი).
Boy’s book_ბიჭის წიგნი; boys’ books -ბიჭების წიგნები.
ბ) იმ არსებით სახელებს, რომლებიც მრავლობით რიცხვს ფუძისეული ხმოვნის შეცვლით აწარმოებენ, კუთვნილებითი ბრუვნის მრავლობით რიცვში დაემატებათ ’s
Woman’s lipstick-ქალის პომადა Women’s lipsticks_ქალების პომადები
გ) როცა საკუთარი სახელი s-ით ბოლოვდება, კუთვნილების ბრუნვაში მას მხოლოდ ’ დაერთვის.
Burns’ cars-ბერნსის მანქანები
დ) შედგენილ არსებით სახელებს ’ (აპოსტროფი) ბოლოში ემატებათ:
My brother-in-law’s car-ჩემი სიძის მანქანა
ე) თუ ორი ან მეტი პიროვნება ფლობს რაიმეს, ’s ემატება ბოლო არსებით სახელს:
Nick and Ann’s toys-ნიკას და ანას სათამაშოები
ვ) ’s-იხმარება ინიციალებთანაც:
The PM’s secretary
კუთვნილებითი ბურნივის გამოყენება
The Use of possessive Case
კუთვნილებითი ბრუნვა იხმარება:
სულიერი საგნების აღმნიშვნელ სახელებთან:
Tom’s wife
The dog’s leg
ქვეყნების, ქალაქების აღმნიშნველ არსებით სახელებთან:
England’s population
დროის გამომხატველ გამოთქმებთან:
A week’s holiday-ერთკვირიანი შვებულება
გემების, თვითმფრინავების, ავტომობილების აღმნიშნველ სახელებთან:
The ship’s bell-გემის ზარი
The yacht’s mast-იახტის ანძა
წლის დროთა, თვეების და დღეების სახელწოდებებთან:
a spring’s day
July’s heat
არსებით სახელებთან- მზე, მთვარე, დედამიწა:
The sun’s rays-მზის სხივები
ფულის, მანძილის აღმნიშნველ არსებით სახელებთან:
Ten dollars’ worth of ice-cream-ათი დოლარის ღირებულების ნაყინი.
უსულო საგნების აღმნიშნველ არსებით სახელებთან ვხმარობთ of-იან კუთვნილებას.
The windows of the house-სახლის ფანჯრები
რაც შეეხება საერთო ბრუნვას, საერთო ბრუნვა გამოხატავს ყველაფერს, რასაც კუთვნილებითი ბრუნვა ვერ გამოხატავს.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა