გამარჯობა {{subscriberName}}

არსებითი სახელის მრავლობითი რიცხვი #1

ინგლისურ ენაში ორი რიცხვია: მხოლობითი და მრავლობითი. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ერთ საგანზე არსებითი სახელი არის მხოლობით რიცხვში. მაგალითად, a book-წიგნი. ხოლო როცა ვსაუბრობთ ერთზე მეტ საგანზე არსებითი სახელი არის მრავლობით რიცხვში. books-წიგნები. არსებითი სახელის მრავლობით რიცხვს აწარმოებს- s, -es სუფიქსები.

თუ არსებითი სახელი მხოლობით რიცხვში ბოლოვდება s, ss, sh, ch , x, z-ზე მრავლობით რიცხვში დაირთავს es სუფიქსი.

A box-boxes; A church-churches; A brush-brushes; A bus-Buses;

თუ არსებითი სახელი ბოლოვდება y-ზე და y-ს წინ თანხმოვანია, მრავლობით რიცხვში y-შეიცვლება i-თი, და დაემატება es სუფიქსი:

A baby-babies; A lady-ladies; A country-countries;

 

თუ არსებით სახელი ბოლოვდება y-ზე და y-ს წინ ხმოვანია, მრავლობით რიცხვში მას s სუფიქსი ემატება:

A boy-boys

თუ არსებითი სახელი ბოლოვდება o-ზე და მის წინ თანხმოვანია, მაშნ მრავლობითი იწარმოება es სუფიქსით.
Potato-Potatoes

გამონაკლისებია:
Piano-Pianos; Photo-Photos; Kimono-Kimonos; Kilo-Kilos; Casino-Casinos

თუ არსებითი სახელი ბოლოვდება o-ზე და მის წინ ხმოვანია, მრავლობით რიცხვში დაირთავს s-სუფიქსს:

 

Radio-Radios

Video-videos

თუ არსებითი სახელი ბოლოვდება f-ზე ან fe-ზე, მრავლობითი რიცხვში f შეიცვლება v-თი და დაემატება და es, რომელიც იკითხება როგორც (vz): Wolf-Wolves; Wife-Wives; Knife-knives;

 

გამონაკლისებია:

Chief-Chiefs; Roof-Roofs; Cliff-Cliffs; Safe-Safes

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა