ზოგიერთი არსებითი სახელი მრავლობით რიცხვს აწარმოებს ფუძისეული ხმოვნის შეცვლი:
Woman-Women; Tooth-Teeth; Foot-Feet; Mouse-Mice;
ორი არსებითი სახელი ინგლისურ ენაში, მრავლობით რიცხვს en სუფიქსის დარვით აწარმოებს Child-Children; Ox-Oxen
ზოგიერთ არსებით სახელს მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში ერთი და იგივე ფორმა აქვს:
Fish-Fish; Spacecraft-Spacecraft; Trout-Trout; Aircraft-Aircraft; Deer-Deer; Salmon-Salmon; Sheep-Sheep;
ზოგიერთ არსებით სახელს აქვს მხოლობთ მრავლობითი რიცხვის ფორმა და შესაბამისად ზმნა ყოველთვის მრავლობით რიცხვში ეთანხმება. ეს არსებითი სახელებია: Police, Pyjamas, Pants, Lungs, Ashes, Billiards და ა.შ.
მაგ, The police are investigating-პოლიცია იძიებს. როგორც ხედავთ არსებით სახელს “The Police” ზმნა მრავლობით რიცხვში შევუთანხმეთ. The police is investigating -არის გრამატიკულად არასწორი.
ზოგიერთ არსებით სახელებს მხოლობთ მხროლობითი რიცხვსი ფრომა აქვს და შესაბამისად ზმნაც მხოლობით რიცხვში ეთანხმება. ასეთი არსებითი სახელები ზოგჯერ ბოლოვდებიან “s”-ზე, ამიტომ ყურადღებით იყავით და ასეთ არსებიტ სახელებს ზმნა ყოველთვის მხოლობით რიცხვში შეუთანხმეთ. მაგ, News, Business, Progress, Mathematics, Economics.
ინგლისურ ენაში არსებბობს შედგენილი არსებითი სახელები. შედგენილია არსებითი სახელი თუ ის ორი ან მეტი ფუძისაგან შედგება. მაგ, dining-room. ასეთი არსებითი სახელების მრავლობითი რიცხვის საწარმოებლად მთავარ სიტყვას უნდა დავუმატოთ “s” სუფიქსი. dining-room და dining-rooms. daughter-in-law და daughters-in-law.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა