გამარჯობა {{subscriberName}}

აწმყო განგრძობითი დრო #2

ამ დროს ვაწარმოებთ, to be ზმნისა და ზმნის საწყის ფორმაზე ing-ის დამატებით. ზმნას Ing-ის არ ვაშორებთ არც კითხვით და არც უარყოფით ფორმაში. კითხვით და უარყოფით ფორმებს აწარმოებს დამხმარე ზმნა
to be.

I am playing, I am not playing, Am I playing?

He/she/it is playing. He/she/it isn’t playing. Is He/she/it playing?

We/You/They are playing. We/You/They aren’t playing. Are We/You/They playing?


მართლწერის წესები:

ა) თუ ზმნები ბოლოვდება e-ზე, ing-ის დამატებისას შორდება e. მაგ.:

Take - taking

თუ ზმნა ბოლოვდება ee-ზე მაშინ ing-პირდაპირ დაემატება.

See-seeing;

ბ) თუ ზმნა y-ზე ბოლოვდება დაემატება პირდაპირ -ing. მაგ.:

Carry - carrying; enjoy - enjoying

გ) თუ ზმნა ბოლოვდება ie-ზე  მაშინ ie გადავა y-ში და დაემატება -ing. მაგ.:

die-dying

გ) თუ ზმნა ბოლოვდება თანხმოვანზე და მას წინ უსწრებს მოკლე ხმოვანი, ეს თანხმოვანი -ing-ის დამატებისას ორმაგდება:

Hit - hitting; run - running; stop - stopping;

 

ზმინზედები, რომელბსაც აწმყო განგრძობით დროსთან ვიყენებთ:
always-ს გამოიყენება present simple-ში, მაგრამ თუ მოსაუბრე გამოხატავს გაღიზიანებას მაშინ აწმყო განგრძობით დროსთან იხმარება always. მაგ, You are always complaining - ყოველთვის წუწუნებ,

Now-ახლა, today-დღეს, at the moment-ახლა, tonight-ამაღამ, at present-ამჟამად, nowadays-დღესდღეოთ

 

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა