ის ფილმს უყურებს, ვთარგმნოთ ეს წინადადება ინგლისურად. როდესაც ვამბობ, He is watching a film ვგულისხმობ, რომ ის ახლა უყურებს ფილმს და ჯერ ფილმის ყურება არ დაუსრულებია.
როდესაც ვამბობ, რომ საინტერესო წიგნს ვკითხულობ I’m reading an interesting book. ეს წინადადება შეიძლება ნიშნავდეს, რომ მე ვკიუხლობ საინტერესო წიგნს, ან საუბრის მომენტში, ან შეიძლება ნიშნავდეს, რომ უბრალოდ დავიწყე წიგნის კითხვა და ჯერ არ დამიმთავრებია.
შესაბამისად, აწმყო განგრძობითი დრო გამოხატავს არა მხოლოდ ისეთ მოქმედებას, რომელიც ხდება საუბრის მომენტში და მოქმედება არ არის დასრულებლი, არამედ მაშინაც, როდესაც მოქმედება ხდება დროის გარკვეულ მონაკვეთში, არ არის აუცილებელი საუბრის მომენტში ხდებოდეს.
ზმნების ტიპები (მოქმედების და მდგომარეობის)
უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ორი ტიპის ზმნები: მოქმედებისა და მდგომარეობის გამომხატველი.
მდგომარეობის გამომხატველი ზმნებია:
ფიზიკური და გონებრივი აღქმები: ( hear, see, know, understand
სურვილები და გრძნობები (hate, like, love, want, desire, wish)
მიმართების აღმნიშნველი ზმნები (belong, be, contain, depend on, own, possess)
ერთი და იმავე ზმნა შეიძლება ზოგჯერ მდრომარეობის გამომატველი იყოს, ზოგჯერ კი მოქმედების. როდესაც მოქმედებას გამოხატავს მაშინ მის განგრძობით დროში გამოყენება შეგვიძლია, მაგრამ როცა მდგომარეობას გამოხატავს მაშინ განგრძობით დროში არ უნდა გამოვიყენოთ.
მაგ: see.
Did you see what happened?-დაინახე რა მოხდა? ამ შემთხვევაში see მდგომარეობის გამომხატველი ზმნაა, დანახვა, არანაირი მოქმედება არ სრულდება.
Tom is seeing Mary- ტომი ხვდება მერის, ამ შემთხვევაში see-ნიშნავს შეხვედრას, ანუ მოქმედებას გამოხატავს და შესაბამისად შეგვიძლია ეს ზმნა განგრძობით დროში გამოვიყენოთ.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა