გამარჯობა {{subscriberName}}

აწმყო განუსაზღვრელი დრო #1 (Present Simple)

შემოდგომაზე ფოთლები ცვივა. როგორ უნდა ვთარგმნოთ ეს წინადადება ინგლისურად?  Leaves fall in autumn. ის რომ შემოდგომაზე ფოთლები ცვივა არის უდავო ჭეშმარიტება, საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი.

 

თქვენ თბილისში ცხოვრობთ-You live in Tbilisi, ბანკში მუშაობს-She works in a bank. ის, რომ თქვენ თბილისში ცხოვრობთ, ხოლო ის ბანკში მუშაობს გამოხატავს მუდმივ მდგომარეობას.

 

ჩვეულებრივ დილის 7 საათზე ვიღვიძებ-I usually wake up at 7 am. ის ფაქტი, რომ ჩვეულებრივ დილის შვიდ საათზე ვიღვიძებ გამოხატავს ისეთ მოქმედებას, რომელიც ხშირად ხდება ანუ არის რუტინული ქმედება.

 

მატარებელი გადის შვიდ საათზე. The train leaves at 7. ე.ი. ვსაუბრობ განრიგის შესახებ.

 

ვთქვათ გვინდა, რომ ინგლისურენოვან მეგობარს აღვუწეროთ რომელიმე ისტორიული მოვლენა, რომელმაც აღგვაფრთოვანა და ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ან თუნდაც ჩვენი საყვარელი ფილმის ან წიგნის შინაარსი.

მაგალითად, ჰამლეტი ხვდება მამამისის მოჩვენებას. Hamlet meets his father’s ghost.

 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ წინადადებაში გამოვიყენე აწმყო განუსაზღვრელი დრო ანუ Present Simple. შესაბამისად Present Simple გამოხატავს:  უდავო ჭეშმარიტებას ანუ საყოველთაოდ აღიარებულ და  მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს. მუდმივ მდგომარეობას ან სიტუაციას. ისეთ მოქმედებას, რომელიც ხშირად ხდება, ყოველდღე მეორდება, ანუ რუტინულ მოქმედებს, ჩვევებს. Present Simple ასევე იხმარება განრიგებთან, პროგრამებთან, ისტოირული მოვლენის, ფილმის, წიგნის შინაარსის აღწერისას, ასევე, სპორტული მიმოხილვისას.

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა