გამარჯობა {{subscriberName}}

აწმყო განუსაზღვრელი დრო #2 (Present Simple)

აწმყო განუსაზღვრელი დროის საწარმოებლად ვიყენებთ ზმნის საწყის ფორმას ანუ ინფინიტივს. ზმნას მხოლობითი რიცხვის მესამე პირში ემატება სუფიქსი “s”. როდესაც ზმნის საწყის ფორმას მხოლობითი რიცხვში მესამე პირში უმატებთ “s” სუფიქსს უნდა იცოდეთ მართლწერის წესები. კერძოდ, ზმნებს, რომლებიც ბოლოვდებიან o, s, ss, sh, ch, x, z – დაემატებათ “s”-ის მაგივრად დაემატებათ “es”. მაგ: „go-goes, watch-watches”.

 

თუ ზმნა ბოლოვდება y-ზე და y-ს წინ უსწრებს თანხმოვანი,  y შეიცვლება i-თი და ზმნას დაემატება „es”. Carry-carries

 

ხოლო   თუ y-ის წინ ხმოვნია, III პირში, მხ. რიცხვში დაემატება „s”. მაგ.: obey-obeys.

 

ვაუღლოთ ზმნა “თამაში” (play) I play, He/She/It plays. We/You/They play.

 

კითხვითი და უარყოფითი ფორმების საწარმოებლად ვიყენებთ do და does დამხმარე ზმნებს. მესამე პირის მხოლობით რიცხვში ვიყენებთ does დამხამრე ზმნას, ხოლო დანარჩენ პირებთან ვიყენებთ do დამხამრე ზმნას.

Do I play? I don’t play (I do not play)

Does he/she/it play? (He/she/it doesn’t play)

Do we/you/they play? (We/you/they don’t play)

 

დროების სწავლის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ზმნიზედებს, რომლებიც ამა თუ იმ დროსთან იხმარება. დროების სწორად გამოყენებას სწორედ ამ ზმნიზედების ცოდნა უადვილებს ადამიანს. Present Simple-თან ვიყენებთ შემდეგ სიხშირის ზმინზედებს:

 

Usually-ჩვეულებრივ; sometimes-ზოგჯერ, ხანდახან; often-ხშირად; seldom-იშვიათად, always-ყოველთვის;

 

სიხშირის ზმნიზედები მოსდევს მხოლოდ to be-ზმნას, ხოლო დანარჩენ ზმნებს წინ უსწრებს.

I always get up early

He is always late.

 

Present Simple-თან ვიყენებთ შემდეგ დროის ზმნიზედებს:

every daყ/month/week/year-ყოველ დღე/თვე/კვირა/წელს.

 

გაითვალისწინეთ, რომ დროის ზმნიზედები, დგას ან  წინადადებების ბოლოში ან წინადადების დასაწყიშში.

მაგ.:

He goes to school every day.
Every day he goes to school.

 

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა