გამარჯობა {{subscriberName}}

ვისწავლოთ აწმყო სრული განგრძობითი დრო

აწმყო სრული განგრძობითი დრო იხმარება ისეთი მოქმედების გამოსახატავად, რომელიც დაიწყო წარსუშლი და ახლაც გრძელდება. ეს დრო ხაზს უსვამს მოქმედების ხანგრძლივობას.

Simon has been talking on the phone for half an hour. - საიმონი ნახევარი საათია, რაც ტელეფონზე ლაპარაკობს.

აწმყო სრული განგრძობითი დრო გამოიყენება ისეთი მოქმედების გამოსახატავად, რომელიც დაიწყო წარსულში და რაღაც დროის განმავლობაში გაგრძელდა. ეს მოქმედება შეიძლება ახლაც გრძელდებოდეს, ან დასრულებული იყოს. ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ მოქმედების შედეგი გვაქს სახეზე.

მაგ. : Her feet hurt because she has been walking all morning. ეს წინადადება შეგვიძლია ვთარგმნოთ ორნაირად. ტერფები ტკივა, რადგან მთელი დილა დადიოდა. ან ტერფები ტკივა, რადგან მთელი დილაა დადის. ანუ ამ წინადადებიდან არ ჩანს, მოქმედება დასრულებულია თუ ისევ გრძლებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ მოქმედების შედეგი, ტერფების  ტკივილი გვაქვს სახეზე.

თუ აბიტურიენტი ხართ, ეროვნულ გამოცდაზე ერთ-ერთი სავრჯიშოს შესასრულებლად აუცილებლად დაგჭირდებათ 12 დროის სწავლა. გადადით ლინკზე https://abi.abz.ge/  და სპეციალურად თქვენთვის შექმნილ კურსში გაეცანით ყველა დროს თავისი უამრავი სავარჯიშოთი.

 

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა