At last - ნიშნავს, რომ რაღაც კარგი მოხდა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ. ან რამდენიმე მცდელობის შემდეგ.
შეგვიძლია ვთარგმნოთ როგორც “ბოლოს” ან “როგორც იქნა”.
I’ve passed the exam at last! I failed twice before! - როგორც იქნა გამოცდა ჩავაბარე, მანამდე ორჯერ ჩავიჭერი.
In the end - ს აქვს იმავე მნიშნველობა, ოღონდ at last - გან განსხვავებით, შედეგი შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც.
The car broke down several times on the way but we got there in the end. - მანქანა გზაში რამდენჯერმე გაგვიფუჭტა, მაგრამ საბოლოოდ მივედით.
ამ წინადადებაში შეგვეძლო გამოვყენებინა, eventually [ɪ'ventʃuəlɪ] - ც (საბოლოოდ), რომელსაც იმავე მნიშნველობა აქვს.
At the end - ნიშნავს იმ მომენტს, როცა რაღაც სრულდება.
The book has exercises at the end of every chapter. - წიგნს აქვს სავარჯიშოები ყველა თავის ბოლოს.
Turn right at the end of the road - გზის ბოლოს მარჯვნივ შეუხვიე.
During/for - ქართულად ორივე შეგვიძლია ვთარგმნოთ, “განმავლობაში”, ანუ რაღაც დროის განმავლობაში. მაგრამ მათ ინგლისურად სხვადასხვა კონტექსტში იყენებენ.
During - ს ვიყენებთ მაშინ, როცა ვამბობთ თუ როდის მოხდა რაღაც. ხოლო for - ს მაშინ როცა ვამბობ რამდენი ხნის განმვალობაში ხდებოდა რამე მოქმდება.
It rained during the night - ღამით იწვიმა. როდის წვიმდა? ღამით. ამიტომაც გამოვიყენეთ during.
I haven’t played tennis for years - წლებია ჩოგბურთი არ მითამაშია. რამდენი ხანია არ მითამაშია? წლებია. ამიტომაც გამოვიყენე for.
განვიხილოთ სხვა მაგალითებიც.
Our flight to London was delayed for seven hours. - ლონდონის რეისი შვიდი საათით გადაიდო. რამდენი ხნით გადაიდო? შვიდი საათით. During the summer, all the hotels are full. - ზაფხულში ყველა სასტუმრო სავსეა. როდისაა სავსე? ზაფხულში.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა