დაწერე ხუთი სიტყვა, რომელიც აღწერს თუ როგორ გრძნობ თავს.
Write down 5 words that describe how you feel.
Take down 5 words that describe how you feel.
ფრაზული ზმნები Write down და Take down-ორივე ნიშნავს დაწერას, ჩაწერას. თუმცა მათ შორის არსებობს მცირე განსხვავება, კერძოდ, write down-განსაკუთრებით მაშინ გამოიყენება, როცა რაღაცას იწერენ იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია
არ დაავიწყდეთ და დამახსოვრონ. Write down the address before you forget it. -ჩაიწერე მისამართი სანამ დაგავიწყდება. რაც შეეხება Take down-ს, ოქსფორდის ლექსიკონის მიხედვით, უბრალოდ ჩაწერას ნიშნავს, ჩაწეროს მიზნები და მიზეზები დაკონკრეტებული არ არის.
The police took down our addresses and phone numbers. -პოლიციამ ჩაიწერა ჩვენი მისამართები და ტელეფონის ნომრები.
უნდა აღინიშნოს, ისიც რომ ორივე ფრაზულ ზმნას “ჩაწერის” გარდა აქვთ დამატებით სხვა მნიშვნელობებიც.
Write down-ნიშნავს, ქონების ფულადი ღირებულების შემცირებას.
The group may have to write down the value of some of its overseas investments. - ჯგუფს შეიძლება მოუწიოს საზღვარგარეთული საინვესტიციო ხარჯების შემცირება.
Take down - ჩაწერის გარდა ნიშნავს, მოშორებას, მოხსნას,
It must be time to take down the holiday decorations - დროა მოვხსნათ სადღესასწაულო დეკორაციები.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა