Back down
ნიშნავს უკან დახევას. ეს ფრაზული ზმნა გამოიყენება მაშინ, როცა ვინმე უკან იხევს (იმის გამო, რომ ბევრი ადამიანი უპირისპირდება). I am not going to back down just because a few people disagree with me-არ ვაპირებ უკან დავიხიო, მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანი არ მეთანხმება.
Back up
ტრანსპორტის უკუსვლით წაყვანა. I backed the car up to the door. -მანქანა უკან კარისკენ დავწიე.
ვინმეს ნათქვამის დადასტურება. I didn’t believe her story until Tom backed her up. -მე არ დავიჯერე მისი ნაამბობი, სანამ ის ტომმაც არ დაადასტურა.
კომპიუტერული ფაილის ასლის შექმნა, დედანის დაზიანების ან წაშლის შემთხვევაში მისი გამოიყემენების მიზნით. Back up your files with Google Drive-შექმენი და შეინახე შენი ფაილების ასლები გუგლი დრაივის გამოყენებით.
Black out
ჩაბნელება, შუქის გამორთვის საშუალებით. The whole city was blacked out-მთელი ქალაქი ჩაბნელებული იყო.
გონის მოულოდნელად დაკარგვა. He blacked out as his car hit the tree-მან გონი დაკარგა, როცა მისი მანქანა ხეს შეეჯახა.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა