გერუნდი იხმარება შემდეგ ზმნებთან: admit, deny, discuss, dislike, give up, mention, practise, avoid, enjoy, finish, suggest, regret და ა.შ.
გერუნდი იხმარება წინდებულების შემდეგ.
მაგ, I am afraid of flying. -ფრენის მეშინია.
გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ფრაზას, რომელიც to-ზე ბოლოვდება, მოსდევს გერუნდი და არა ინფინიტივი. მაგ:
Look forward to-მოუთმენლად ლოდინი. I am looking forward to going abroad-საზღვარგარეთ წასვლას მოუთმენლად ველოდები.
Be used to – შეჩვევა, მიჩვევა. I’m used to living alone-მარტო ცხოვრებას ვარ შეჩვეული.
გერუნდი შეიძლება ვიხმაროთ შემდეგ გამოთქმებთან :
Can’t stand – ვერ ვიტან, I can’t stand dancing-ცეკვას ვერ ვიტან.
Can’t help – თავს ვერ ვიკავებ, I can’t help laughing – თავს ვერ ვიკავებ სიცილისგან.
There is no point in – აზრი არა აქვს, There is no point in trying-მცდელობას აზრი არ აქვს. და ა.შ.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა