The არტიკლი არის განსაზღვული. იგი გვიჩვენებს, რომ მხედველობაშია არა რომელიმე, არამედ განსაზღვრული პირი ან საგანი.
Give me the book.
The არტიკლი გვიჩვენებს, რომ მე მინდა ვითხოვო არა რომელიმე წიგნი, არამედ სწორეს ის წიგნი, რომელიც მაგალითად მაგიდაზე დევს.
The არტიკლი იხმარება როგორც მხოლობითში ასევე მრავლობით რიცხში (თვლად არსებით სახელებთან). უთვლად არსებით სახელებთან იხმარება იმ შემთხვევაში თუ დაკონკრეტებულია ეს უთვლადი სახელი. მაგ, I like milk. (მე მიყვარს რძე) მაგრამ The milk in my glass smells awful. -რძეს ჩემ ჭიქაში საშინელი სუნი აქვს.
The განსაზღვრული არტიკლი გამოიყენება:
როცა თხრობა გრძელდება რომელიმე საგანზე ან პიროვნებაზე:
Jack has got a cat. The cat is black and white.
იმ არსებითი სახელების წინ, რომელებიც გამოხატავენ ერთადერთ საგანს.
the sky
the moon
the earth
The sun is a star.
The moon goes round the earth every 27 days.
ოკეანეების, ზღვების, მდინარეების, არხების, (მაგრამ არტიკლი არ იხმარება ტბების სახელწოდებებათა წინ. )
The Atlantic Ocean; The Black Sea; The Thames; Table Rock Lake
მთაგრეხილებისა და უდაბნოების სახელწოდებათა წინ. გაითვალისწინეთ, რომ არტიკლი არ იხმარება ცალკე მდგომ მთების სახელწოდებებთან. მაგ, Mount Everest. The Alps.
განსაზრვრული არტიკლი გამოიყენება კუნძულთა ჯგუფებთან, თუმცა არ გამოიყენება ცალკე მდგომ კუნძულებთან. the Hawaiian islands, Madagascar etc.
იმ ქვეყნების სახელწოდებათა წინ, რომლებიც შეიცავს სიტყვებს States, Kingdom, Republic. მრავლობით რიცხვში მდგარ ქვეყნებთან: The Philippines-ფილიპინები, The Netherlands-ნიდერლანდები. დანარჩენი ქვეყნების სახელოწდებათა წინ არტიკლი არ იხმარება. არტიკლი ასევე არ იხმარება ქალაქების, სოფლების სახელწოდებათა წინ არც კონტინენტების სახელწოდებათა წინ.
The United States of America; The United Kingdom; The Caucasus; Russia, America, France. /juːˈnaɪt/
ინსტრუმენტთა და ცეკვათა სახელწოდებათა წინ, მაგრამ არტიკლის საერთოდ არ იხმარება თამაშების და სპორტის (სპორტული თამაშების) სახელწოდებათა წინ:
He plays the guitar
He plays the piano.
The Tango. /
He plays chess. ჭადრაკი.
ოჯახის სახელწოდებასთან: The smiths (სმიტები); ერვონებებთან რომლებიც ბოლოვდებიან -sh, ch- ან -ese (The Spanish). დანარჩენი ერვონებები შეგვიძლია ვიხმაროთ the არტიკლის გარეშეც.
წოდებებთან: (The queen, The king, The Prime Minister). მაგრამ თუ წოდებას კერძო პირის სახელი მოსდევს მაშინ The არტიკლს აღარ ვხმარობთ. მაგ. The king, მაგრამ King George.
აღმატებით ფორმაში მყოფ ზედსართავ სახელებთან (the most interesting) და ზმინზედებთან. მაგრამ თუ most-ს მოყვება არსებითი სახელი, მაშინ განსაზრვრულ არტიკლს აღარ ვიყენებთ. Most students start school at 9:00 am.
შემდეგ სიტყვებთან: day, morning, afternoon, evening. მაგრამ at night, at noon, at midnight, by day/night.
ისტორიულ პერიოდებთან და მოვლენებთან (The French Revolution, The Bronze Age) მაგრამ World War II.
სიტყვებთან only, last და first (როცა როგორც ზედსართავი სახელები ისე გამოიყენებიან)
You are the only one who supports me.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა