a/an ნიშნავს ერთს, ნებისმიერს. a-იხმარება თანახმოვნით დაწყებული არსებითი სახელის წინ. (a dog) ხოლო an-იხმარება ხმოვნით დაწყებული არსებითი სახელების წინ. An actor, an uncle, an apple. მაგრამ თუ ხმოვანი გამოითქმის როგორც თანხმოვანი მაშინ იხმარება a არტიკლი, მაგ, (a University, a European , A universal, a union. An არტიკლი იხმარება h-ით დაწყებული არსებითი სახელის წინ, თუ H არ გამოითქმის. მაგ.: an hour, an honest, an honour,
a/an განუსაზღვრელი არტიკლი გამოიყენება:
მხოლობით რიცხვში მდგარ თვლად არსებით სახელებთან
A cat; a dog, a girl
პროფესიებთან: a doctor, a teacher, a singer.
თხრობის დროს პირველად მოხსენიებულ არსებით სახელებთან.
Jack has got a cat.
სხვადასხვა გამოთქმებში, რომელებიც გვაჩვენებს თუ რამდენად ხშირად ვაკეთებთ რამეს.
He jogs three times a week.
განუსაზღვრელი არტიკლი (a/an) არ გამოიყენება:
უთვლად და მრავლობით რიცხვში მდგარ არსებით სახელებთან. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ some-ს. მაგ. He wants some bananas. ცალკე
მდგომ ზედსართავ სახელებთან. მაგრამ თუ ზედსართავ სახელს არსებითი სახელი მოსდევს მაშინ განუსაზღვრელი არტიკლი ზედსართავი სახელის წინ იწერება. თუ ზედსართავი სახელი თანხმოვნით იწყება ვიყენებთ a არტიკლს, ხოლო თუ ხმოვნით an არტიკლს.
It’s a horrible film.
It’s an interesting film.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა