განუსაზღვრელი ნაცვალსახელი მიუთითებს განუსაზღვრელი პირის ან საგნის არსებობაზე. განუსაზღვრელი ნაცვალსახელებია some, any, both, neither, either.
1) განუსაზღვრელი ნაცვალსახელი some (ზოგი, რამდენიმე, რამე) იხმარება მტკიცებით წინადადებაში. ზოგჯერ იგი ქართულად არ ითარგმნება.
There are some books on the table. -მაგიდაზე რამდენიმე წიგნია.
Some of us saw him. -რამდენიმე ჩვენგანმა დაინახა ის.
2) Some-იხმარება როგორც თვლად (ზმნა ეთანხმება მრავლობითში) ასევე უთვლად (ზმნა ეთანხმება მხოლობით რიცხვში) არსებით სახელებთან.
There are some books on the table.
There is some honey on the table.
3) Any-ს იგივე მნიშნველობა აქვს, რაც some-ს. იგი იხმარება კითხვისთსა და უარყოფით წინადადებებში.
Do you have any books? - რამე წიგნი გაქვს?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძირითად შემთხვევაში some იხმარება მტკიცებით წინადადებაში, ხოლო any კითხვითსა და უარყოფითში, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც კერძოდ:
Some-იხმარება კითხვით წინადადებაში,თუ კითხვა შეიცავს თხოვნას ან მოწვევას, რაიმეს შეთავაზებას:
would you like some coffee? - ყავას ხომ არ მიირთმევთ?
any-იხმარება მტკიცებით წინადადებაში, როცა ნიშნავს- ყოველი, ნებისმიერი, რომელიც გნებავს:
You can take any gift. - შენ შეგიძლია ნებისმიერი საჩუქარი აიღო.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა