თუმცა ქართულ ენაში როცა ვამბობთ, რომ მანქანა გავაკეთე, სახლი ავაშენე, ყველა ძალიან კარგად ვხვდებით რასაც გულისხმობთ. ვიცით, რომ მანქანა ხელოსანმა შეაკეთა, ხოლო სახლი მშენებლმა ააშენა.
ინგლისურ ენაში ეს ასე არ არის. თუ ინგლისურ ენაში იტყვით: I fixed my car - მოსაუბრე ჩათვლის, რომ თქვენ თავად შეაკეთეთ მაქნანა. რაც მოსაუბრეს შეცდომაში შეიყვანს. ინგლისურად უნდა თქვათ, რომ მანქანა შეაკეთებინეთ. მაგრამ როგორ უნდა თქვათ ეს?
ინგლისურ ენაში გავრცელებულია კონსტრუქცია have something done -
I had my car fixed - ნიშნავს - მანქანა შევაკეთებინე. ხოლო I fixed my car - როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე ნიშნავს რომ მე თვითონ შევაკეთე მანქანა.
კიდევ რამდენიმე მაგალითი განვიხილოთ.
I had my house redecorated - სახლი გავარემონტებინე.
I had my hair cut - თმა შევაჭრევინე.
მოკლედ კონსტრუქცია არის have something done (ე.ი. Have უნდა ჩასვათ სათანადო დროში, შემდეგ გამოიყენოთ ის სიტყვა რომელიც გააკეთებინეთ, რომელზეც მოქმედება განხორციელდა და შემდეგ ზმნის მესამე ფორმა, თუ ზმნა წესიერია მაშინ რა თქმა უნდა -ed - დავუმატებთ, როგორც fixed - ის შემთხვევაში იყო).
რას ნიშნავს have - ს ჩავსვამთ სათანადო დროში? ზემოთ განიხულულ ყველა მაგალითში გამოვიყენე Past Simple. I had my car fixed, I had my house redecorated, I had my hair cut. მაგრამ იქნებ იმის თქმა მინდა, რომ აი ახლა ამ მომენტში მირემონტებენ სახლს? მაშინ როგორ უნდა ვთქვა?
I am having my house redecorated - მოკლედ have - ს ჩასვამთ იმ დროში, რომელ დროშიც გინდათ, წინადადებების თქმა.
აქვე გეტყვით, რომ have - ის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ get. რაც ნაკლებად ოფიციალურია და შეგიძლიათ შინაურულ გარემოში გამოიყენოთ.
ე.ი. I had my car fixed - ის ნაცვლად შემიძლია ვთქვათ I got my car fixed - და წინადადების მნიშნველობა არ შეიცვლება!
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა