გამარჯობა {{subscriberName}}

ინფინიტივი VS გერუნდი

ზოგიერთ ზმნასთან შეგიძლიათ სურვილისამებრ გამოიყენოთ, როგორც ინფინიტივი ისე გერუნდი და წინადადების მნიშნველობა თქენი არჩევნით არ შეიცვლება. ეს ზმნებია: begin,  start, continue, hate, like, love, prefer.

 

მაგ, She started dancing-ცეკვა დაიწყო

      She started to dance-ცეკვა დაიწყო

 

თუმცა ზოგიერთ ზმნასთან წინადადებას აქვს სხვა მნიშნველობა, როცა ვიყენებთ ინფინიტივს, ხოლო სხვა მნიშნველობა როცა გერუნდს ვიყენებთ. მაგალითისთვის განვიხილავ, რამდენიმე ასეთ ზმნას. remember, forget, stop,

 

I remember locking the door-მახსოვს რომ კარი დავკეტე. ე.ი. კარი დავკეტე და ეს ფაქტი მახსოვდა.

I remembered to lock the door-გამახსენდა, რომ კარი დამეკეტა. (კარი უნდა დამეკეტა, და ეს გამახსენდა.)

 

ანალოგიურად forget-ის შემთხვევაში.

She forgot reading the book- დაავიწყდა, რომ წიგნი წაიკითხა. Forget-ს როცა გერუნდი მოყვება ნიშნავს, რომ დაგავიწყდა ის რაც გააკეთე. ხოლო ინფინიტივის შემთხვევაში ნიშნავს, რომ დაავიწყდა ის რაც უნდა გაეკეთებინა.

She forgot to pay the rent. -ქირის გადახდა დაავიწყდა. ანუ არ გადაუხდია, იმიტომ რომ დაავიწყდა.

 

Stop ხშირ შემთხვევაში გერუნდთან გამოიყენება, Stop crying, stop dancing და ა.შ. ხოლო როცა stop-ს ინფინიტივი მოსდევს ის იძენს მნიშნველობას: “იმ მიზნით”. მაგ, He stopped to rest for a few minutes-ის შეჩერდა, რათა რამდენიმე წუთი დაესვენა.

 

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა