გამარჯობა {{subscriberName}}

ინფინიტივი

ინფინიტივი და გერუნდი ზმნის უპირო ფორმებია. ინფინიტივი და გერუნდი ასახელებენ მოქმედებას ისე, რომ არ მიუთითებენ რიცხვსა და პირზე. მათ დროისა, რიცხვისა და კილოს კატეგორიები არ გააჩნიათ.

ინფინიტივი (The infinitive) ზმნის საწყისი უპირო ფორმაა. ინფინიტივის ნიშანია ნაწილაკი to, მაგ:

To go, To do.

გერუნდი (The gerund) იწარმოება ინფინიტივზე – ing-ის დამატებით:

To go- going.

 

ინფინიტივი
ინფინიტივი იხმარება შემდეგ ზმნებთან: allow, beg, need, expect, need, want,  wait, advice, afford, agree, choose, decide, help, hope, invite, learn, manage, offer, plan, pretend, promise, refuse, seem, teach, tell, want, would like.  და ა.შ.
My mom allowed me to go to the party.

She begged him to stay.

I want to dance.

 

გაითვალისინეთ, რომ let და make-ს ინფინიტივი მოსდევს “to” ნაწილაკის გარეშე. მაგ, He made me laugh-გამაცინა. თუმცა როდესაც ზმნა “make” გვხვდება ვნებით გვარში მაშინ ვიყენებთ “to” ინფინიტივს. I was made to apologise. -ბოდიში მომახდევინეს. Let-ნიშნავს ნების დართვას, Let me go to the party-გამიშვი წვეულებაზე.

 

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა