გამარჯობა {{subscriberName}}

იდიომები #5 (If the mountain will not come to Muhammad...)

კიდევ ერთი იდიომი, რომელზეც საუბრობს კოლინსი, და რომელიც ქართულ ენაშიც გამოიყენება არის: „თუ მთა არ მივა მუჰამედთან მაშინ, მუჰამედი მივა მთასთან“.  "If the mountain will not come to Muhammad,  Muhammad, must go to the mountain". სანამ ამ იდიომის მნიშვნელობაზე ვისაუბრებ, მინდა მის წარმომავლობაზე ვთქვა ორიოდე სიტყვა. ისლამის დამფუძნებელს, მუჰამედს, არაბებმა სასწაულის მოხდენა სთხოვეს, რათა მისი ერწმუნათ. მან მთა საფას (safa) უბრძანა მასთან მისულიყო, მაგრამ მისი ნება არ აღსრულებულა. მუჰამედმა არსებულ სიტუაციაზე არაბებს უთხრა, რომ ღმერთი მოწყალეა, მისი ნების აღსრულების შემთხვევაში, მათ მთა დაეცემოდათ და დაიღუპებოდნენ, სწორედ ამიტომ ის წავიდოდა მთასთან და უფალს მადლობას შეწირავდა ამ წყალობისათვის. შესაბამისად ფრაზა ხშირად გამოიყენება იმ ადამიანის აღსაწერად, რომელიც აცნობიერებს  რომ არსბებული ვითარება შეუძლებელია მას მოერგოს და ამიტომაც გარდაუვალი მოვლენის წინაშე ქედს იხრის. მარტივად, რომ ვთქვათ როდესაც არსებული ვითარება შენ არ გეგრგება, ამას უნდა შეეგუო და შენ თვითონ შეცვალო შენი გეგმები. ხშირ შემთხვევაში ეს ფრაზა გამოიყენება შემოკლებული ვერსიით, მაგალითად „on the Muhammad and the mountain principle”.

 

ახლა მინდა ვისაუბრო ფრაზაზე: „move mountains” -მთების გადაგმა, ანუ რაღაც ძალიან რთულის, თითქმის შეუძლებელის გაკეთება. ამ ფრაზას იყენებენ, ხოლმე სიყვარულთან მიმართებაში, love can move mountains, სიყვარულს მთების გადაგმა შეუძლია. ამით უნდათ, რომ ხაზი გაუსვან სიყვარულის ძლევამოსილებას. Faith can move mountains-რწმენა მთებს გადადგამს.  ანალოგიური გამოთქმა გვაქვს ქართულშიც, „მთებს გადავდგამ“.    

 

რაც შეეხება გამოთქმას “a mountain to climb”, თუ ვიღაცა უნდა ავიდეს მთაზე, if somebody has a mountain to climb, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანისთვის სასურველი მიზნის მიღწევა რთული იქნება.

 

ინგლისურში გვხვდება ერთადერთი ფრაზული ზმნა, რომელიც სიტყვა „mount”-ს შეიცავს. mount up- „თანდათანობით ზომის და რაოდენობის გაზრდას“ ნიშნავს. მაგ, Meanwhile, his debts were mounting up-ამასობაში, ჩემი ვალები იზრდებოდა.  

 

 

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა