კოლინს კობილდი იდიომების ლექსიკონში საუბრობს ფრაზაზე „make a mountain out of a molehill“ , ეს იდიომი პირელად ჯონ ფოქსმა გამოიყენა „წამებულთა წიგნში“ (1570). If you forgot you racket—don't make a mountain out of a molehill-you can borrow one. აღნიშნული იდიომი სიტყვა-სიტყვით რომ გადავთარგმნოთ, ნიშნავს თხუნელის სოროდან მთის შექმნას. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ somebody is making a mountain out of a molehill ჩვენ ვაკრიტიკებთ ამ ადამიანს, რადგან ის უმნიშნველო პრობლემას, აზვიადებს და ზედმეტ მნიშნვლოებას ანიჭებს. .
You're making a mountain out of a molehill. You wrote one bad essay - it doesn't mean you're going to fail. -აზვიადებ, ერთი ცუდი ესეს დაწერა არ ნიშნავს იმას, რომ ჩაიჭრები.
Come on, It's not that important, don't make a mountain out of a molehill.. -კარგი რა, ნუ აზვიადებ! ეს არც ისეთი მნიშნველოვანია.
სხვათაშორის მსგავსი გამოთქმა გვაქვს ქართულშიც, „ბუზის სპილოდ გადაქცევა“
კოლინსი გვეუბნება, რომ ხშირ შემთხევაში ადამიანებს ამ იდიომში შეაქვთ ცვლილება, კერძოდ კი გადაადგილებენ სიტყვებს mountain და molehill. შესაბამისაც, ფრაზა “to make a molehill out of a mountain”, ნიშნავს, რომ რაიმე სერიოზული პრობლემას, შეხედო მარტივად და მსუბუქად.
კიდევ ერთი საინტერესო იდიომია „The mountain labours and brings forth a mouse”, რაც იმას ნიშნავს რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა და წვალებისა მაინც ძალიან მცირედს აღწევ.
Despite the fact that she has been studying for months she failed some of her exams. -თვეების განმავლობაში მეცადინეობდა, მაგრამ ზოგიერთი გამოცდა მაინც ვერ ჩააბარა. The mountains labours and brings forth a mouse.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა