ძველი წელთაღრიცხვის 44 წლის 15 მარტს, კეისარს თავს დაესხა სენატორთა ჯგუფი, მათ შორის იყო კეისრის მეგობარი, მარკუს ბრუტუსი. თავდაპირველად კეისარი თავდამსხმელებს წინააღმდეგობას უწევდა მაგრამ, როდესაც ბრუტუსი დაინახა დანებდა. შესპირმა თავის ტრაგედია “იულიუს კეისარში” გამოიყენა ფრაზა “და შენც ბრუტუს?” ინგლისურად: “even you, Brutus?’ თუმცა არ არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ კერისარმა მართლაც წარმოთქვა ეს სიტყვები. ამ ფრაზას ხშირად გამოიყენებენ ახლობელი ადამიანისგან ღალატის აღნიშვნის მიზნით.
Born with a silver spoon in one's mouth - ეს იდიომი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს პირში ვერცხლის კოვზით დაბადებულს. იდიომი გამოიყენება მდიდარ ოჯახში დაბადებული ადამიანის აღსანიშნად. მაგ, He was born with a silver spoon in his mouth. - მდიდარ ოჯახში დაიბადა. ამ იდიომის წარმოშობასთან დაკავშირებით არებობს განსხვავებული შეხედულებები. ერთი მოსაზრების თანახმად ეს იდიომი მომდინარეობს, იქიდან, რომ შუასაუკუნეებში ძირითადად გავრცელებული იყო ხის კოვზები, ვერცხლის ჭურჭლით კი მხოლოდ დიგვაროვნები სარგებლობდნენ. ასევე, არსებობს ვერსია, რომ ეს იდიომი გაჩნდა იმ ტრადიციის თანახმად, რომლის მიხედვითაც მდიდარი ნათლია, ბავშვს ვერცხლის კოვზს ჩუქნიდა ნათლობის ცერემონიაზე.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა