გამარჯობა {{subscriberName}}

იდიომები #8 (an arm and a leg, break a leg, shake a leg, pull someone’s leg)

იდიომები რომლებიც უკავშირდება სიტყვა leg-ს. ანუ ფეხს. თუმცა ამ იდიომების მნიშნვნელობას  ფეხთან და წვივთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

An arm and a leg-სიტყვა სიტყვა-სიტყვით მხარი და წვივი. იდიომი ნიშნავს ძვირს და დიდი რაოდნობით ფულს. მაგ,: You must visit that restaurant; the food is really good, and it doesn’t cost you an arm and a leg. - იმ რესტორანში უნდა წახვიდე, ძალიან კარგი საჭმელი აქვთ და ძვირიც არ დაგიჯდება.

 

თუ გინდათ, რომ ვინმეს წარმატებები უსურვოთ შეგიძლიათ გამოიყენოთ იდიომი, break a leg- მაგ, Do you have an exam tomorrow? Break a leg! - ხვალ გამოცდა გაქვს? წარმატებებს გისურვებ.

 

Shake a leg- ნიშნავს “იჩქარეს”, უხეშად რომ ვთქვათ “გაინძერი”. მაგ, Come on, Nick, shake a leg or we'll be late-გაინძერი, თორემ დაგვაგვიანდება.

 

Pull someone’s leg - ნიშნავს გახუმრებას. მაგ, I think he was just pulling your leg when he told you that  you had failed in the exam. - მემგონი, გაგეხუმრა როცა გითხრა, რომ გამოცდაზე ჩაიჭერი.

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა