გამარჯობა {{subscriberName}}

ვისწავლოთ მაკავშირებელი სიტყვები #2

but, although/even though/though და despite/in spite of.

But - ნიშნავს, მაგრამს. მაგ. It's a beautiful dress, but it creases very easily. - ლამაზი კაბაა, მაგრამ ძალიან ადვილად იჭმუჭნება. დააკვირდით, რომ but - ის წინ მძიმე გამოვიყენეთ.

although/even though/though ძალიან გავს despite/in spite of -ს. ქართულად შეგვიძლია ვთარგმნოთ როგორც თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ. მათი სწორად გამოყენება, რომ შევძლოთ უნდა ვიცოდეთ, რომელი წინადადების წევრი მოსდევს although/even though/though  - ს და რომელი მოსდევს despite/in spite of -ს.

 

although/even though/though მოსდევს ქვემდებარე (ე.ი. პირი, რომელიც მოქმედებას ასრულებს) და შემდეგ მოსდევს ზმნა. (although/even though/though + subject + verb).

 

Although/even though/though she had a cold, she went to work.

She went to work although/even though/though she had a cold.

 

როგორც ხედავთ ორივენაირად შემიძლია დავიწყო წინადადება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ even though - უფრო კატეგორიულია ვიდრე Although. Though კი უფრო მეტად სასაუბრო ინგლისურში გამოიყენება.

ახლა გადავიდეთ in spite of - სა და despite - ზე. თუ კი (although/even though/though + subject + verb). In spite of სა და despite - მოსდევს არსებითი სახელი ან გერუნდი.

In spite of/Despite the rain, we went for a walk - წვიმის მიუხედავად სასეირნოდ წავედით.

ამ შემთხვევაში არსებითი სახელი გაქვს გამოყენებული, rain.

In spite of/Despite being afraid of loneliness, she lives alone   - მიუხედავად იმისა, რომ მარტოობის ეშინია მარტო ცხოვრობს. ამ შემთხვევაში როგორც ხედავთ  in spite of/despite -ს გერუნდი მოსდევთ.

 

საკმაოდ გავრცელებული კონსტრუქციაა : In spite of/Despite + the fact (that)

In spite of/Despite the fact (that) it was raining we went for a walk.

აქვე აღვნიშნავ, რომ ხშირად despite - საც უმატებენ of -ს და ეს არის შეცდომა. არ დაგავიწყდეთ of მოსდევს მხოლოდ in spite -ს.

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა