ვალდებულება (must, have to, need)
ვალდებულება ახლადენლ ან მომავალ დროში გამოიხატება შემდეგი მოდალური ზმნებით: must, have to, need to.
All visitors must turn off their mobile phones.
სალაპარაკო ინგლისურში have to უფრო ხშირად გამოიყენება ვიდრე must. Must უფრო ხშირად გვხვდება ინსტურქციებსა და წერილობით გაფრთხილებებეში.
ყურადღება უნდა გაამახვილოთ ამ მოდალური ზმნების უარყოფით ფორმებზე: mustn’t გამოხატავს აკრძალვას,მაგ, You must not smoke here-აქ არ უნდა მოწიო, არ უნდა მოწიო რადგან აკრძალულია.
რაც შეეხება don’t have to -სა და Don’t need to (needn’t) -ს ისინი გამოხატავენ ვალდებულების არ არსებობას, უფრო მარტივად რომ ვთქვათ: “ვალდებული არ ხარ, რამე გააკეთო”, ე.ი. შენზეა დამოკიდებული თუ როგორ იმოქმედებ. მაგ, You don’t have to/don’t need to go to the concert-ვალდებული არ ხარ კონცერტზე წახვიდე. თუ გინდა წადი, თუ გინდა არა. არავინ არაფერს არ გავალდებულებს. ასე რომ, don’t have to და mustn’t -ს ერთი და იმავე მნიშნველობა არ აქვთ.
წარულში ვალდებულებას გამოვხატავთ: Had to-მოდალური ზმნით. Yesterday I had to buy a gift.
ხოლო ვალდებულების არ არსებობა, წარსულში გამოიხატება didn’t have to/ didn’t need to- ზმნებით. I learnt a little Italian, but everyone spoke English, so I didn’t have to/didn’t need to use it.
შესაძლებლობა (მოსალოდნელობა)
აქ არ იგულისხმება ფიზიკური ან გონებრივი შესაძლებლობა, აქ იგულისხმება იმის შესაძლებლობა, რომ რამე მოხდება, რამე სიმართლეა და ა.შ. ინგლისურში შესაძლებლობას სხვადასხვა მოდალური ზმნები გამოხატავენ.
Must- The phone is ringing- it must be Simon. ტელეფონი რეკავს, შეიძლება საიმონია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ must გამოხატავს, ძლიერ შესაძლებლობას, როდესაც ვამბობ შეიძლება საიმონია, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საიმონი რეკავს. შემიძლია ვთქვა: “საიმონი უნდა რეკავდეს”.
იმავე აზრს გამოხატავს, ოღონდ უარყოფით კონტექსტში can’t/ couldn’t. This letter can’t/couldn’t be from Japan because it’s got a French stamp.
წერილი ვერ იქნება, იაპონიიდან რადგან ფრანგული მარკა აქვს. ანუ შეუძლებელია, წერილი იაპონიიდან იყოს.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ must, can’t და couldn’t -ის გამოყენების დროს, ჩვენს მოსაზრებას რაღაც მტკიცებულება ამყარებას, ამიტომაც ვამბობთ ასე დაჟინებით, რამეს. წერილის ფრანგული მარკა აქვს, ეს ფაქტი ამყარებს ჩემს მოსაზრებას, რომ წერილი იაპონიიდან ვერ იქნება.
მოსალოდნელობას, შესაძლებლობას გამოხატავს: could, may, might მოდალური ზმნები აწმყო დროში, თუმცა ისინი ისეთი კატეგორიულები არ არიან, როგორც must, can’t და couldn’t.
I’m not sure what language it is- it could/may/might be Polish-არ ვიცი რა ენაა, შეიძლება პოლონური იყოს. მაგრამ შეიძლება არც იყოს, ანუ ჩემი მოსაზრება მყარი არ არის. დარწმუნებული არ ვარ რა ენაა.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა