გამარჯობა {{subscriberName}}

მოდალური ზმნები #1 (Can, May, Should, Ought to)

ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობა (can, could)

 

I can speak English - გამოხატავს ჩემს გონებრივ შესაძლებლობას იმისა, რომ ინგლისურად ლაპარაკი შემიძლია, ხოლო I can swim -გამოხატავს ჩემს ფიზიკურ შესაძელბლობას, რომ ცურვა შემიძლია. შესაბამისად ინგლისურ ენაში, ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობას გამოხატავს can მოდალური ზმნა. ხოლო წარსულში could მოდალური ზმნა. I could swim-ცურვა ვიცოდი, ცურვა შემეძლო. ეს მოდალური ზმნები უარყოფით ფორმაში can’t/couldn’t ნიშნავს, რომ რამე არ შეგიძლია, ფიზიკურად ან გონებრივად. ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობას can და could მოდალური ზმნების გარდა გამოხატავს კონსტრუქცია : be able to

I’ll be able to speak Spanish - ესპანურად ლაპარაკს შევძლებ. ესპანური მეცოდინება.

 

ნების დართვა (ნებართვა) (May, can, could)

 

შეიძლება შენი ტელეფონით ვისარგებლო? როგორ ვთარგმნით ამ წინადადებას ინგლისურად. Can/Could/May I use your phone?  

ანუ ნებართვის თხოვნის გამოსახატავად ვიყენებთ can/could/may მოდალურ ზმნებს. გაითვალისინეთ,  May არის უფრო ზრდილობიანი ვიდრე could, ხოლო თავის მხრივ could არის უფრო ზრდილობიანი ფორმა ვიდრე can.

 

შეგიძლია ჩემი ტელეფონით ისარგებლო. ვთარგმნოთ ეს წინადადება ინგლისურად. You can/may use my phone. ანუ როდესაც ვინმეს ნებას ვრთავთ ვიყენებთ can ან may მოდალურ ზმნას.

 

May ზმნა, როდესაც ნებართვას გამოხატავს, შეიძლება შეიცვალოს კონსტრუქციით to be allowed. როგორც აწმყო, ასევე წარსულ და მომავალ დროში.

მაგ.

We will be allowed to leave the country - ჩვენ ქვეყნის დატოვების ნებას დაგვრთავენ.

 

რჩევა (should, ought to)

 

რჩევის კითხვის დროს ან მიცემის დროს გამოყენეთ შემდეგი მოდალური ზმნები: should და ought to. David ought to/ should be more sensitive.    

should და ought to -ს შორის არსებობს მცირე განსხვავება. Should ვიყენებთ მაშინ, როდესაც ჩვენს სუბიექტურ აზრს გამოვხატავთ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ should ნიშნავს: “ჩემი აზრით შენთვის საუკეთესო ამგვარად მოქცევაა”. მაგ: “Tom should apologise to Ann-ტომმა ბოდიში უნდა მოუხადოს ენს.  (მე ვფიქრობ, რომ ტომისთვის საუკეთესო გზა ბოდიშის მოხდაა, ჩემი სუბიექტური აზრია. ამიტომაც გამოვიყენე მოდალური ზმნა should).  

რაც შეეხება ought to-ს, ის გამოხატავს ობიექტურ სიმართლეს, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ: “ის რაც აუცილებელია, ის რასაც ვერ აცდები”.

სწორედ ამიტომ ought to-ს ხშირად ვიყენებთ, ინსტრუქციებსა და კანონებზე საუბრის დროს.

According to this road sign, they ought to stop here-ამ საგზაო ნიშნის მიხედვით, ისინი აქ უნდა შეჩერდნენ.

ამ განსხვავების მიუხედავად,  დღესდღეობით  სასუბრო ინგლისურში ორივე მათგანს სურვილისამებრ იყენებენ.

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა