თუ დამოუკიდებლად ემზადებით, პირველ რიგში უნდა გაიგოთ თუ რისი ცოდნა მოგეთხოვებათ გამოცდაზე. ამიტომაც, გაეცანით უახლეს საგამოცდო პროგრამას ინგლისურ ენაში. გადახედეთ საგამოცდო ფორმატს რათა ზუსტად იცოდეთ თუ რა ტიპის სავარჯიშოებით შემოწმდება თქვენი ცოდნა. თქვენს ცოდნას ამოწმებენ სხვადასხვა კომპონენტებში: გრამატიკა, ლექსიკა, მოსმენისა და წერის უნარები.
შემდეგ ყველაზე მნიშნველოვანია სახელმძღვანელოების არჩევა, გადახედეთ თქვენი სკოლის სახელმღძვანელოს, გაიგეთ რომელი წიგნებით ემზადებიან თქვენი მეგობრები და გადახედეთ მათ წიგნებსაც, აირჩიეთ წიგნი, რომელშიც მაქსიმალური აქცენტი პრაქტიკაზეა გაკეთებული, დააკვირდით სავარჯიშოების ტიპებსაც და შეეცადეთ, რომ თქვენს არჩეულ სახელმძღვანელოში არსებული სავარჯიშოები საგამოცდო სავარჯიშოების მსგავსი იყოს. აუცილებლად უნდა აირჩიოთ წიგნები, რომელსაც სწორი პასუხები აქვს, რათა შეძლოთ თქვენს მიერ დაწერილი სავარჯიშოების შემოწმება.
ამის შემდეგ ისღა დაგრჩენიათ აქტიურად დაიწყოთ მეცადინეობა. დროის სწორი განაწილება, ორგანიზებულობა და სისტემატურად მეცადინეობა უმნიშვნელოვანესია. საკუთარ თავს დაუწესეთ მეცადინეობის ზუსტი დღე და საათი, არასდროს, არასდროს არ გადაუხვიოთ თქვენს გრაფიკს.
ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე. არასდროს შეგეშინდეთ იმის, რომ შეცდომას უშვებთ. მთავარია დაფიქრდეთ იმაზე თუ რატომ შეგეშალათ რამე, მოძებნოთ საკითხის შესაბამისი თეორია, გაანალიზოთ თქვენი შეცდომა და თავადვე მიხვიდეთ სწორ პასუხამდე. სწორედ ასე ხდება მყარი ცოდნის შეძენა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ. შეცდომები გაასწორეთ წითელი კალმით, რათა საკითხების გამეორიებისას ადვილად შესამჩნევი იყოს.
გამეორება- ჯერ კიდევ, ანტიკურ ეპოქაში ამბობდნენ გამეორება ცოდნის დედააო. რაც არ უნდა კარგად გაიაროთ ერთხელ ესა თუ ის საკითხი, მისი გამეორება წარმატებული სწავლისთვის სასურველი კი არა აუცილებელია.
და ბოლოს არ დაგავიწყდეთ პრაქტიკა. გააკეთეთ რაც შეიძლება ბევრი ტესტი, ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები 2005 წლიდან. გააკეთეთ ყველა მათგანი, რადგან საბოლოო ჯამში მხოლოდ ინგლისურის ცოდნა ვერ დაგეხმარებთ თუ გამოცდის ფორმატს ზედმიწევნით არ იცნობთ. შეიძლება რომელიმე ტექსტში ყველაფერი გაიგოთ, მაგრამ შეკითხვას მაინც არასწორად გასცეთ პასუხი. ამიტომ გააკეთეთ რაც შეიძლება ბევრი ტესტი. დაინიშნეთ დრო და შეეცადეთ თქვენთვის გამოყოფილ დროში დაასრულოთ მუშაობა.
იმისთვის რომ გაგიადვილდეთ მომზადება გამოცდისთვის, თქვენთვის მაქვს სპეციალური ონლაინ კურსი,
ის მოიცავს ყველაფერს რაც გამოცდისთვის გჭირდებათ, გაკვეთილებს თავისი ინტერაქტიული სავარჯიშოებით. ნუღარ დაკარგავთ დროს, დაიწყეთ მომზადება ახლავე
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა