გამარჯობა {{subscriberName}}

გგონიათ, რომ Mount-ის ყველა მნიშნველობა იცით?

პირველ რიგში განვიხილოთ mount - როგორც ზმნა

  1. მისი ერთ-ერთი მნიშნველობაა თანდათანობით გაზრდა

მაგ. The children's excitement is mounting as Christmas gets nearer. 

შობის მოახლოებასთან ერთად ბავშვების აღფრთოვანება თანდათანობით იზრდება. 
Tension was mounting as the minutes went by. - წუთების გასვლასთან ერთად დაძაბულობა იმატებდა. 

  1. Mount - ასევე ნიშნავს, ცხენზე, ველოსიპედზე ხოლო ჰარი პოტერში ცოცხზე შეჯდომას

She mounted her horse - ცხენს შემოაჯდა. 

 

  1. Mount - ნიშნავს ასვლასაც, გორგაზე, კიბეზე, ტახტზე ასვლას. მაგ.
    Queen Elizabeth mounted the throne in 1952. - დედოფალი ელიზაბეტი ტახტზე 1952 წელს ავიდა.

  2. Mount - ასევე ნიშნავს რაიმე ღონისძიების ან აქტივობის ორგანიზებას, მოწყობას

She mounted a display - გამოფენას გაუწია ორგანიზება/ გამოფენა მოაწყო.

  1. თუ გგონიათ, რომ ამით ამოვწურეთ mount - ის მნიშნველობები ძალიან ცდებით :D mount - დადგმას/დამონტაჟებასაც ნიშნავს. 

The surveillance camera is mounted above the main door. - სამეთყვალყურეო კამერა მთავარი კარის თავზეა დამონტაჟებული. 

 

ახლა უკვე შეგვიძლია mount - ის როგორც არსებითი სახელის მნიშნველობები განვიხილოთ. 

  1. Mount - ნიშნავს ცხენს. მაგ. 

She saddled her mount quickly. - ცხენი სწრაფად შეკაზმა. 

  1. Mount - რომ მთას ნიშნავს ამაზე აღარ ვლპარაკობთ. 

  2. Mount - ნიშნავს ჩარჩოსაც.

A black mount for this picture would look good. - ამ სურათს შავი ჩარჩო მოუხდებოდა. 


თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და გინდათ, რომ სხვა სიტყვებიც განივხილოთ რომელსაც ბევრი სხვადასხვა მნიშნველობა აქვს შეგვატყობინეთ და აუცილებლად გავითვალისწინებთ. 

თუ ინგლისური ლექსიკის გამდიდრება გინდათ გადადით ლინკზე და ისწავლეთ 1000-ზე მეტი სიტყვა: როგორ? უყურეთ მოკლე ვიდეობს, გააკეთეთ ბევრი სახალისო სავარჯიშო და სიტყვები თავისით შემოგესწავლებათ. https://abi.abz.ge/ 

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა