გამარჯობა {{subscriberName}}

ნულოვანი არტიკლი

Zero Article-ანუ ნულოვანი არტიკლი. ე.ი. ის შემთხვევები, როდესაც არტკიკლი არ გამოიყენება.  

 

არტიკლი არ გამოიყენება:

როგორც ვიცით the არტიკლი გამოიყენება, როგორც მხოლობით რიცხვში მდგარ, ასევე მრავლობით რიცხვში მდგარ არსებით სახელებთან. I’ve received the letters-წერილები მივიღე. ამ შემთხვევაში საუბარია იმ კონკრეტულ წერილებზე, რომლებიც მე მივიღე. მაგრამ როდესაც მრავლობით რიცხვში მდგარი არსებითი სახელი გამოიყენება ზოგადი მნიველობით მაშინ არტიკლს არ ვიყენებთ.  Letters are sent everyday-წერილები ყოველდღე იგზავნება. აქ არ ვსაუბრობთ, რომელიმე კონკრეტულ წერილზე, აქ ზოგადად წერილებზეა საუბარი.  

უთვლად არსებით სახელებთან. იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც ისინი კონკრეტული მნიშნველობით იხმარებიან.   მაგ, I like milk. (მე მიყვარს რძე) მაგრამ The milk in my glass smells awful. -რძეს ჩემ ჭიქაში საშინელი სუნი აქვს.

ადამიანის სახელებთან Nick, Tom

არტიკლი არ გამოიყენება მაშინაც, როდესაც არსებით სახელს წინ უსწრებს კუთვნილებითი ნაცვალსახელები. My book და არა my the book ან my a book.

სოფლების, ქალაქების, ქვეყნების, კონტინენტების სახელწოდებათა წინ.

თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ქალაქებთან გამოიყენება განსაზღვრული არტიკლი. კერძოდ იმ ქვეყნების სახელწოდებათა წინ, რომლებიც შეიცავს სიტყვებს States, Kingdom, Republic. მრავლობით რიცხვში მდგარ ქვეყნებთან: Philippines-ფილიპინები, Netherlands-ნიდერლანდები.

თამაშების სახელწოდებათა წინ: He plays chess; He plays football.  

ზოგიერთ გეოგრაფიულ სახელებთან: არ გამოიყენება ტბებთან, ცალკე მდგომ მთებთან და ცალკე მდგომ კუნძულებთან.  Mount Everest, Madagascar,  Table Rock Lake

როგორც განსაზღვრულ არტიკლზე საუბრისას აღვნიშნეთ the არტიკლი გამოიყენება იმ არსებითი სახელების წინ, რომლებიც გამოხატავენ ერთადერთ საგანს. მაგ, the earth-დედამიწა, მაგრამ არტიკლი არ გამოიყენება დანარჩენ პლანეტებთან. Venus- ვენერა, Mars-მარსი.

კვირის დღეებთან, თვეებთან, სეზონებთან, წლებთან. თუმცა არ დაგავიწყდეთ, in the morning/afternoon/evening.

არტიკლი არ გამოიყენება ქუჩების, აეროპორტების და ჟურნალების სახელწოდებებთან.

 

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა