გამარჯობა {{subscriberName}}

number თუ amount? იქნებ quantity?

Amount - Number - Quantity -  ქართულად სამივე ითარგმნება როგორც “რაოდენობა”. თუმცა ინგლისურ ენაში მათი გამოყენება განსხვავდება.


Amount გამოიყენება უთვლად არსებით სახელებთან. მაგ. Amount of money, amount of time და ა.შ. გამოიყენება უსულო არსებით სახელებთან. 

Number გამოიყენება თვლად მრავლობით რიცხვში მდგარ არსებით სახელებთან, მაგ. Number of people, number of cars. როგორც სულიერთან ასევე უსულოსთან. 

Quantity გამოიყენება როგორც უთვლად ასევე, თვლად მრავლობით რიცხვში მდგარ არსებით სახელებთან, მაგრამ Number-ისგან განსხვავებით ის მხოლოდ უსულო არსებით სახელებთან გამოიყენება. მაგ. Quantity of food, quantity of cards. 


როდესაც რაოდენობაზე ვსაუბრობთ ხშირად ვამბობ დიდი რაოენობა, მცირე რაოდენობა, დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანმა იცის ისეთი მარტივი სიტყვები, როგორიცაა small და large, შეგვიძლია ვთქვათ small number of children ან, large number of invitations. თუმცა დღეს გასწავლით რომელი სიტყვები უნდა გამოიყენოთ amount, number და quantity-სთან, რათა თქვენი ინგლისური უფრო მრავალფეროვანი იყოს და ჩანდეს, რომ ენა მაღალ დონეზე იცით. 


Considerable, substantial და vast ნიშნავს დიდს და - შეგვიძლია გამოვიყენოთ - number-თანაც და quantity-ც და Amount - თთანაც. 

მაგ. A substantial number of people came - დიდი რაოდენობით ხალხი მოვიდა. 

მაგ. We bought a considerable amount of food - დიდი რაოდენობით საჭმელი ვიყიდეთ. 

A  vast quantity of valuables was stolen - დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა მოიპარე.  

 

ხოლო Moderate და negligible ნიშნავს “მცირე რაოდენობით” მაგ. 

A negligible amount of money. - მცირე რაოდენობით ფული. 

შევამოწმოთ თუ რამდენად კარგად გაიგეთ ვიდეო გაკვეთილი 

 A small ____ of children are educated at home. (number)

  1. Number

  2. Quantity

  3. Amount

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა